კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზნით იძახებდნენ პოლიციას სირშა რონანის მეზობლები და რომელი ფილმისთვის მიიღო მან „ოსკარის“ პირველი ნომინაცია


„მინდა, ყველას დავამახსოვრდე, როგორც მსახიობი, რომლის ფილმები ადამიანს ცხოვრებასა და იმაზე დააფიქრებს, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო“ – ეს ფრაზა ჰოლივუდის ახალ აღმოჩენას და იმედს, 16 წლის სირშა რონანს ეკუთვნის, რომელიც თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევა.

სახელი: სირშა რონანი, თუმცა თვითონ მსახიობი საკუთარ თავს სერშად მოიხსენიებს. ორიგინალში მსახიობის სახელი იწერება როგორც, „შაოირსე“, რაც ირლანდიურად „თავისუფლებას“ ნიშნავს.

დაბადების ადგილი: სირშა 1994 წლის 12 აპრილს, მონიკა და პოლ რონანების ირლანდიურ ოჯახში დაიბადა, რომელიც იმ ხანად ნიუ-იორკში ცხოვრობდა. თუმცა, მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნდნენ. კინოს მიმართ სიყვარული სირშას მამამ ჩაუნერგა, რომელიც პროფესიით მსახიობი იყო და მართალია, თავისი სახელგანთქმული თანამემამულის, კოლინ ფარელის მსგავსად, დიდი მიღწევები არ ჰქონია, თუმცა ცნობილ მსახიობებთან ერთად გადასაღებ მოედანზე ხშირად ხვდებოდა. სწორედ მან წაიყვანა სირშა პირველად კინოს გადასაღებ მოედანზე. ფილმში „ეშმაკის საკუთრება“ მთავარ როლს ბრედ პიტი და ჰარისონ ფორდი ასრულებდნენ, პოლი კი ეპიზოდურ როლში იყო დაკავებული. სხვათა შორის, მამისგან სირშას ერთი იშვიათი ნიჭი გადაეცა – მას ნებისმიერი აქცენტის იმიტირება შეუძლია.

გზა წარმატებისკენ: თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „მე არასდროს ვიქნები შენი“ სირშამ მიშელ პფაიფერის გმირის შვილი ითამაშა. მელოდრამატული ფილმი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი სირშა რონანის კარიერისთვის. 2007 წელი სირშასთვის წარმატებით დაიწყო. ფილმისთვის „მონანიება“, სადაც მისი პარტნიორები კიერა ნაითლი და ვანესა რედგრეივი იყვნენ, სირშამ „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია მიიღო. ნომინირების ამბავი სირშას მამამ ტელეფონით შეატყობინა და გოგონა ისე ხმამაღლა ყვიროდა სიხარულისგან, მეზობლებს პოლიციის გამოძახება უნდოდათ გაგიჟებული მოზარდის დასაწყნარებლად. იმ პერიოდში ახალგაზრდა მსახიობი ფილმ „საყვარელი ძვლების“ გადაღებებში იღებდა მონაწილეობას და სახლიდან მოშორებით იმყოფებოდა. „ოქროს გლობუსის“ ნომინაციის შემდეგ სირშას, კიდევ უფრო დიდი აღიარება, „ოსკარის“ ნომინაცია ელოდა წინ. მიუხედავად იმისა, რომ მოოქრული სტატუეტი სხვა მსახიობს, კერძოდ, ტილდა სუინტონს ხვდა წილად, სირშა რონანისთვის ორი ნომინაცია ყველაზე პრესტიჟულ კინოჯილდოებზე გამარჯვების ტოლფასი იყო. სხვათა შორის, როდესაც სირშა, სახლიდან მოშორებით, გადასაღებ მოედანზე იმყოფება, ყველაზე მეტად თავისი ძაღლი, კოლის ჯიშის შინაური ცხოველი – სესი ენატრება.

ჯექსონის დილემა: როდესაც სირშას სიუზის როლი შესთავაზეს – გოგონა, რომელიც ძალადობრივი სიკვდილის შემდეგ ხვდება პარალელურ სამყაროში და იქიდან ეხმარება თავის ახლობლებს მკვლელის პოვნაში – სირშა თავდაპირველად, უარზე იყო. ფილმი ზედმეტად მძიმე ჩანდა, თუმცა ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, რეჟისორ პიტერ ჯექსონს სირშამ მაინც გაუგზავნა ვიდეოკასეტა, სადაც ფილმიდან რამდენიმე სცენას თამაშობდა. ჯექსონმა კასეტის ნახვისთანავე სირშას კანდიდატურაზე შეაჩერა არჩევანი და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც შემცდარა. ფილმმა კინოკრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ხოლო სირშა რონანი სხვადასხვა კინოპრემიების გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა კინოსამყაროს წამყვანმა ჟურნალისტებმა ის მომავალ „სუპერსთარად“ აღიარეს.

კერპი: სირშა რონანის კერპი ჯონი დეპია. „მონანიების“ გადაღების პროცესში, სირშა კითხვებით აწუხებდა თავის პარტნიორს, კირა ნაითლის, რომელიც დეპთან ერთად „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ თამაშობდა. „როგორი ადამიანია, რა უყვარს და საერთოდ, რა აინტერესებს“, – ასეთი სახის კითხვებს სირშა ყოველდღე უსვამდა კირას და ყოველ კითხვაზე ამომწურავ პასუხს იღებდა.

მუსიკალური არჩევანი: სირშას „იგლსის“, „სიზორ სისთერზის“, „ფლიტვუდ მაკის“ მუსიკალური კომპოზიციების მოსმენა უყვარს. „თავდაპირველად, მათი რომელიმე სიმღერის ამოჩემება ვიცი, შემდეგ ვეძებ კომპაქტდისკს სიმღერების კრებულით“, – სირშა რონანი.

თავისუფალი დრო: გადაღებებისგან თავისუფალი დროის გატარება სირშა რონანს მეგობრებთან ერთად უყვარს. ისინი ერთად დადიან შოპინგზე ან კომპიუტერულ თამაშებში ტურნირებს აწყობენ. გაგიკვირდებათ და სირშა ფეხბურთის დიდი ქომაგიცაა. მამის მსგავსად, ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქტიური გულშემატკივარია. ძილის წინ კი სირშას წიგნების კითხვა უყვარს. მისი უსაყვარლესი წიგნი საბავშვო სათავგადასავლო რომანი „ქალაქი ემბერია“, რომლის ეკრანიზაციაში მან მთავარი როლი ითამაშა.

თვითიდენტიფიკაციაზე: „ჩემი კარიერა რვა წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როდესაც თავი სკოლით და მეგობრებით მქონდა გამოტენილი. ჯერ ერთ ირლანდიურ სერიალში ვითამაშე, შემდეგ – მეორეში და ბოლოს სრულმეტრაჟიან ფილმშიც. პროცესი მომეწონა და „მონანიების“ გადაღებების დროს მივხვდი, რომ კინო არის ის, რის გამოც ღირს ცხოვრება ამქვეყნად“.

მომავალი: 2010 წლის გაზაფხულზე კინოთეატრებში შედგა პრემიერა, სირშა რონანის ფილმისა „უკანა გზაზე“. პიტერ უირის ფილმში მონაწილეობის გამო ახალგაზრდა მსახიობმა უარით გაისტუმრა რიდლი სკოტი და ამბიციური პროექტი სახელწოდებით „რობინ ჰუდი“. ფილმი რეალურ მოტივებზეა დაფუძნებული და საბჭოთა ტყვეობიდან პოლონელების გაქცევის ისტორიას მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი რუსის როლს კიდევ ერთი ირლანდიელი, ჰოლივუდის სექსსიმბოლო კოლინ ფარელი ასრულებს. სულ ახლახან კი დასრულდა კიდევ ერთი ვარსკვლავური ფილმის გადაღება. „ჰანნა“ ასე ეწოდება სირშა რონანის ახალ ნამუშევარს, სადაც მისი პარტნიორები ერიკ ბანა და კეით ბლანშეტი არიან. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერა წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.


скачать dle 11.3