კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უსწრებს რამაზ ნოზაძის ცხოვრებაში მუშტი სიტყვას და ვისთვის არის ის აღმართული დიდი კედელი


უამრავი ტიტულის მქონე სპორტსმენი რამაზ ნოზაძე საკმაოდ გულახდილი და მხიარული რესპონდენტია. ის 26 წლის არის, მაგრამ ჯერ სერიოზული სიყვარული არ სწვევია. როგორც თავად აღნიშნა, ისევ მარტოხელა დაეხეტება და იდეალური ქალის მოლოდინშია. თუმცა, ამჯერად სიყვარულისთვის ნაკლებად სცალია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სექტემბერში, მოსკოვში გაიმართება. დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც 7 მოჭიდავისგან შედგება, წარმატებას მიაღწევს და შინ გამარჯვებული დაბრუნდება.


– ყოველთვის საინტერესო სიახლეებით გამოირჩევი. ამჯერად რა ხდება ახალი?

– ვვარჯიშობ და ვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც სექტემბერში ტარდება. ტრავმები კი მაქვს მიღებული, მაგრამ, ღმერთის წყალობით, ჩემპიონატისთვის ფორმაში ვიქნები.

– როგორია შენი პროგნოზი, ჩემპიონი დაგვიბრუნდები?

– ყოველ შემთხვევაში, შევეცდები და ძალებს არ დავიშურებ.

– რა ტიტულების მფლობელი ხარ?

– ვარ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის ორგზის მფლობელი, ოლიმპიადის ვერცხლის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ასე შემდეგ. ტურნირებს აღარ ჩამოვთვლი.

– ანუ, სასურველი სასიძო ხარ.

– სასიძო? ალბათ.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ჯერჯერობით ცვლილებები არ არის, ისევ მარტოხელა დავიარები ზევით-ქვევით.

– 26 წლის ხარ და ჯერ სერიოზული სიყვარული არ გწვევია?

– არა.

– სხვათა შორის, ერთმა ჩემმა რესპონდენტმა შენს ასაკში უკვე მესამე ცოლი მოიყვანა.

– აი, მაგიტომაც არ მომყავს ჯერ ცოლი. ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები. ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვჩქარობ.

– ერთგული პარტნიორი ხარ?

– სანამ უცოლო ვარ, დავძვრები და დროს ვატარებ, მაგრამ, ცოლს რომ მოვიყვან, ვიცი, არასდროს ვუღალატებ და მთელ ჩემს ცხოვრებას მას დავუთმობ.

– როგორი წარმოგიდგენია შენი მეორე ნახევარი?

– პირველ ყოვლისა ძალიან უნდა მიყვარდეს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს, ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი.

– დავუშვათ, გოგონა ძალიან მოგეწონა, მან კი ყურადღება არ მოგაქცია. რა გზით ეცდები მის დაინტერესებას?

– ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავი მოვაწონო. შევეცდები, მისთვის გაუკეთებელი რაღაცეებიც კი გავაკეთო. თუ მომეწონება გოგონა, რომელიც ჩემში გრძნობას გამოიწვევს, საკუთარ თავს აუცილებლად გავაცნობ, შემდეგ კი მისი გადასაწყვეტია, მოვეწონები თუ შევუყვარდები. ამ მხრივ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.

– როგორც ვიცი, გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობ.

– რამდენჯერ გამოვიცვალე ტელეფონის ნომერი, უკვე აღარც მახსოვს, მაგრამ, მაინც მირეკავენ. საიდან იგებენ ჩემს ნომერს, აზრზე არ ვარ. შეიძლება, ადამიანურად დაველაპარაკოთ, მოვიკითხოთ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ, ჩემთვის ტელეფონით ან ინტერნეტით გაცნობილ გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში, მე ამ კატეგორიას მივეკუთვნები.

– ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად აგორდა ჭორი შენი და ხატია სიჭინავას სასიყვარულო ურთიერთობაზე. მართალია?

– მე და ხატია კარგი მეგობრები ვართ, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და, როგორც ძმაკაცები ისე ვართ. ხომ იცი, თბილისი ჭორების ქალაქია და, ალბათ, სადმე დაგვინახეს ერთად. ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება.

– აქტიური ქალები გიყვარს?

– კაზანოვა არ გეგონოთ, მაგრამ, ყველანაირი ქალი მიყვარს – აქტიურიც და პასიურიც, რადგან ქალი ამოუცნობი არსებაა და თითოეულ მათგანში არის რაღაც საინტერესო.

– პარალელურად რამდენიმე რომანი არასდროს გქონია?

– არა, ეს გამორიცხულია, რადგან მსგავსი საქციელი არასერიოზულად მიმაჩნია.

– მანდილოსანთან სასიყვარულო ურთიერთობა თუ გიშლის ხელს ვარჯიშში?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიშლის, რადგან, ორ საქმეს ერთად ნამდვილად ვერ გავაკეთებ. სასიყვარულო ურთიერთობა იმით არის კარგი, რომ ერთმანეთი გიყვართ და მის გასახარებლად ყველაფერს აკეთებ. როცა შეყვარებულს დიდ დროს უთმობ, ვარჯიშზე ბოლომდე ვეღარ იხარჯები. ცოლი სულ სხვა რამეა, როცა დავოჯახდები, ერთმანეთს შევეწყობით და ყველაფერს გავთვლით.

– როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ გოგონებს შენში?

– არ ვიცი. შეიძლება, კაცური ვარ, მაგრამ, არ მგონია მოსაწონი, ვიყო. არიან გოგონები, რომლებსაც არ ვიცნობ და მიმესიჯებენ – მიყვარხარო. ალბათ, წარმატებული ადამიანი რომ ვარ, ის მოსწონთ ჩემში.

– მხოლოდ ამის გამო?

– არა მარტო. ალბათ, გოგონების ყურადღებას ჩემი ათლეტური აღნაგობითა და მწვანე თვალებითაც ვიპყრობ.

– მზის სათვალეს ამიტომ არ ხმარობ არასდროს?

– ერთი მწვანე თვალები გამაჩნია და რატომ უნდა დავმალო? ჩემი აზრით, ვისაც რა აქვს გამოსაჩენი, უცილებლად უნდა გამოაჩინოს. ეტყობა, მანდილოსნები ჩემი სახით ძალასაც გრძნობენ. ალბათ, მათ უკან აღმართული დიდი კედელი ვარ, რომელსაც ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ.

– შენი სახით ძალას არა მხოლოდ მანდილოსნები გრძნობენ. თავად ვისგან გიგრძნია დიდი ძალა?

– პირველ ყოვლისა ჩემი ოჯახისგან. ვიცი, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში გვერდში დამიდგებიან. რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ვიცი, რომ ჩემთან ერთად გაიზიარებენ წუხილსაც და სიხარულსაც. ასევე, ჩემ გვერდით არიან მეგობრები, რომლებსაც ძალიან ეწყინებათ ჩემი ცუდი და გაუხარდებათ ჩემი კარგი.

– როგორ ფიქრობ, როდის გეწვევა ნამდვილი სიყვარული? ამას, შეიძლება, ადამიანი შინაგანად გრძნობდეს.

– სიყვარული მეხივით არის, რომელიც, სად და როდის დაეცემა, არავინ იცის.

– რამდენ ხანს გრძელდება შენი სასიყვარულო ისტორიები?

– გააჩნია სიყვარულს. თუ მართლა მიყვარს, შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და, თუ არ მიყვარს – ცოტა ხანს. ჩემს ცხოვრებაში ყოფილან ადამიანები, რომლებთანაც მსიამოვნებდა ურთიერთობა, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით. სიყვარული ისეთი რაღაცაა, როცა მასში მესამე პირი ერევა, ყველაფერი ინგრევა. სიყვარულში მესამე ზედმეტია.

– შენთვის ქალთან ჯერ ურთიერთობა და მერე ლოგინია, თუ – პირიქით?

– მე ცოტა ტრადიციული ადამიანი ვარ. ქალი ჯერ უნდა გავიცნო, მერე კი, თუ ერთმანეთს შევეწყვეთ – ლოგინი... ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდება.

– ისეთი რამ თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში: დილით გაიღვიძე და არ იცი, სად ხარ?

– ნარკომანი ხომ არ ვარ, ეგ როგორ არ უნდა მახსოვდეს, სად დავიძინე? იმდენი არასდროს დამილევია, ვინმეს გათიშული მივეყვანე სახლში. ამაზე ერთი კურიოზი მახსენდება: ერთხელ ძმაკაცებმა დავლიეთ და აქეთ-იქით იმდენი ვიბოდიალეთ, სანამ თბილისის ზღვაზე არ ავედით. თან, ახალი წელი იყო.

– წყალში შეხვედით?

– შევედით, მაგრამ, მაშინვე გამოვფხიზლდით და უკან წამოვედით. ყველაფერს ხომ არ დაწერ რა სიგიჟეებიც მიკეთებია.

– მაგალითად?

– ერთხელ ჩემი ძმაკაცი ისე დათვრა, გაითიშა და, ჩვენი წყალობით, დილით თავის „ლეჟანკაში“ თავისუფლების მოედანზე გაიღვიძა. სერიოზულობით რომ დავიღლები, ავმჩატდები და სისულელეებს ვაკეთებ, ხანდახან ესეც საჭიროა განმუხტვისთვის.

– „შარო, საიდან მოდიხარო“ ხშირად გითქვამს?

– ძალიან ხშირად. ვიღაც უცნობი ტიპები რომ დათვრებიან, ალბათ, ფიქრობენ, მოდი, ამას ვეჩხუბოთ, მოვერევითო.

– შედეგი როგორია?

– ან ფეხი აქვთ მოტეხილი, ან – ხელი. ყველაზე კარგ ვარიანტში, საავადმყოფოში იღვიძებენ.

– შენ მიგყავს საავადმყოფოში?

– არა, მე რატომ წავიყვან, ეყოლებათ ვინმე. საერთოდ, მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ყველანაირად ვცდილობ, სიტყვით გავაგებინო, მაგრამ თუ ვერ გაიგო, მერე თავში ერთი მუშტის დარტყმაა საჭირო, გაითიშება და, რომ გამოფხიზლდება, ყველაფერს მიხვდება.

– ზაფხულის გატარებას სად გეგმავ?

– მეხუმრები? ისეთი სასწაული ვარჯიშები გვექნება, ვინ დაგვასვენებს!

– ალბათ, სპორტულ შეკრებაზე წახვალთ.

– ჯერ სომხეთში მივდივართ ორკვირიან „ზბორებზე,“ მერე ესპანეთში გვაქვს შეჯიბრება, მერე უკრაინაში „ზბორი,“ მერე – აზერბაიჯანში, მერე კი, დასკვნითი ეტაპი, საქართველოში გვექნება და წავალთ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

– შენს გულშემატკივარს ოქროს მედალს ჰპირდები?

– მე ყველანაირად ვეცდები, მაგრამ, თუ წავაგე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე არ დავიხარჯე. ჩვენ ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს. ჩემპიონატზე ხშირად, მოწინააღმდეგის გარდა, სამ მსაჯთან გვიწევს ჭიდაობა.

– მიუხედავად ყველაფრისა, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსკოვში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ზევით საქართველოს 7 დროშა აიწევა.

– ღმერთის წყალობით! ჩვენც მაგის იმედი გვაქვს, ძალიან გაგვიხარდება.


скачать dle 11.3