ჯორდანი „ჩამოტარებით“
„ჯორდანის“ მეტსახელით ცნობილი ბრიტანელ მოდელი ქეით პრაისი ქმარს ოფიციალურად ორიოდე თვის წინ დაშორდა და, დარდი რომ განექარვებინა, წესების გარეშე მოჩხუბარ სპორტსმენთან, ალექს რიდთან გააბა რომანი. წესით, რიდის კუნთების შემხედვარეს, ჯორდანის „შებმის“ სურვილი არავის უნდა გასჩენოდა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, ქალმა თუ გაიწიაო...
მოკლედ, როგორც რიდმა შეიტყო, როცა ის რინგზე ოფლს ღვრის, მისი შეყვარებული ვიღაც 25 წლის ყმაწვილთან ერთად „ოფლიანდება“. ეგ კიდევ არაფერი, მოჩხუბარი საშინლად გააცოფა ჯორდანის ყოფილი ქმრის, პიტერ ანდრეს განცხადებამ:
„იმის მიუხედავად, რომ მე და ჯორდანი დავშორდით, დღემდე თბილი ურთიერთობა გვაქვს. უკვე ორი თვე გავიდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ერთმანეთი და ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ უკვე სამჯერ განვმარტოვდით. მჯერა, ადრე თუ გვიან ქეითი დამიბრუნდება“, – განაცხადა ქმარყოფილმა.
სიმართლე რომ გითხრათ, ჯორდანის საქციელს ერთადერთი ახსნა აქვს – იგი, უბრალოდ, ძალიან გულკეთილია და უარს ვერავის ეუბნება. ამ ფინანსურ კრიზისში კი „მათხოვრებს“ რა დალევს...