კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

50 ადამიანის თავი – აეროპორტში


ამერიკის შეერთებული შტატების არკანზასის შტატის აეროპორტში რამდენიმე ათეული ადამიანის მოჭრილი თავი აღმოაჩინეს. ეს საშინელი ტვირთი თვითმფრინავში უნდა შეეტანათ, როცა ავიაკომპანია „საუთვესტ ეარლაინსის“ თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს კონტეინერებს, რომლებსაც შესაბამისი მარკირება არ ჰქონდა. საიდუმლო ტვირთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს პოლიციას, რომელმაც შეძლო, გაერკვია, სად და რისთვის იქნა გაგზავნილი თავები.

50-60 თავი ჩაწყობილი იყო არაჰერმეტულ, პლასტიკურ კონტეინერში, რომელსაც გარედან არავითარი საინფორმაციო მითითება არ ჰქონდა.

გამოძიების დროს დადგინდა, რომ თავებს სამედიცინო კომპანია „მედტრონიკ ინკი“ გზავნიდა ტეხასის შტატში, სადაც ნეიროქირურგები მათ გამოყენებას კვლევითი და სასწავლო სამუშაოებისთვის გეგმავდნენ. ფირმის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ მან ნამდვილად შეუკვეთა ოთხი თავი და 40 თავის ნაწილი.

კომპანიის წარმომადგენლის სიტყვებით, ადამიანების თავების გამოყენება ჩვეულებრივი საქმეა მომავალი მედიკოსების სწავლების დროს. თავებს ძირითადად კომერციული რეისებით აგზავნიან: „ეს გავრცელებული პრაქტიკაა“, – დაამშვიდა მან ნანახით შეძრწუნებული აეროპორტის თანამშრომლები და სამართალდამცველები.


скачать dle 11.3