გია მურღულიას კოლექციიდან
***
– უკაცრავად, რატომაა, რომ თქვენს კატლეტებს არყის სუნი ასდის?
ოფიციანტმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და იკითხა:
– ახლა?
***
– ახალგაზრდავ! ხომ დამპირდით, რომ ჩემს ქალიშვილს 12 საათამდე მოიყვანდით?! ახლა კი ღამის 3 საათია და თანაც ეს ჩემი შვილი არ არის...
***
შხვართი მასწავლებელი ქალი ბავშვებს ეუბნება:
– მითხარით, ჩემში რა მოგწონთ და გეტყვით, რა გამოხვალთ.
– თმა, – შესძახა ერთმა,
– ცნობილი პარიკმახერი იქნები.
– კბილები, მასწ! – ამბობს მეორე – მაგარი სტომატოლოგი გამოხვალ.
მიხო, შენ რატომ არაფერს ამბობ?
– უკვე მივხვდი – რძის კომბინატში ვიმუშავებ.
***
ფსიქიატრიულში კომისია მუშაობს – დაჭკვიანებულებს ეძებენ სახლში გასაშვებად.
– ორჯერ ორი რამდენია? – ეკითხებიან ერთს.
– სამშაბათი!
– პალატაში დაბრუნდი!
ახლა მეორეს ეკითხებიან:
– ორჯერ ორი რამდენია?
– ხუთი ათასი!
– ესეც გიჟია – დაასკვნეს და მესამეს ეკითხებიან:
– ორჯერ ორი რამდენია?
– ოთხი!
– აი, ეს დაჭკვიანებულია, სახლში გავუშვათ. მაინც როგორ მიხვდი?
– ხუთი ათასი სამშაბათზე გავყავი...
***
– დედი, დედი! კეთილი საქმე ჩავიდინე:
– რა, ჩემო სიცოცხლევ?
– ჯემალი ბიძიას მატარებელზე აგვიანდებოდა, ძაღლი ავუშვი და მიასწრო!
***
ნარკომანი ოთახში კოღოს დასდევს. მეორე ოთახიდან ძმაკაცი ეძახის:
– ავთუშ, რა ქენი, მოკალი?
– მოკვლით ვერა, მაგრამ იმენნა მაგრად ვანერვიულე რა...
***
გურულს გასათხოვარი ქალიშვილი ეუბნება:
– მამი, ი ჩემი საქმრო გარეგნულად დიდი ვერაფერია, მარა შინაგანად კარგია.
– მაშინ, შვილო, გადმოაბრუნე და ისე გაყევი.
***
ჭიჭიკია მოკვდა. დაასაფლავეს. ღამე ცოლს ტირილი აუვარდა:
– ისევ ქუჩაში გაათევ ღამეს, შე უბედუროოო!
***
წარწერა პეკინის ¹1 სამშობიარო სახლის კარზე – „კმარა”!
***
– მამი, შენი სურათი მჭირდება.
– რატომ?
– მასწავლებელმა ჩემი საშინაო დავალება რომ ნახა, თქვა, ამის დამწერი იდიოტის ფოტო კედელზე უნდა ეკიდოსო.
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– დიდი ხანია, ჩვენ ერთად არსად ვყოფილვართ.
– კარგი, ხვალ ნაგვის გადასაყრელად რომ წავალ, შენც თან წაგიყვან.
***
– გაზეთში წავიკითხე, სიგარეტის მოწევა იმპოტენციას იწვევსო.
– მერე, დაანებე თავი?
– არა, ვერ მოვასწარი.