ანეგდოტები
***
დიალოგი ექიმთან:
– ჩემს ცოლს არ მოსწონს, მე რომ ვხვრინავ...
– რა გნებავთ‚ ხვრინვას გადაეჩვიოთ თუ ცოლი მოიშოროთ?
***
ბრმა სპილოებმა გადაწყვიტეს, გაარკვიონ‚ როგორია ადამიანი და სოფელს მიადგნენ. ერთმა ფეხით მოსინჯა და თქვა:
– ადამიანი რაღაც პატარა და ბრტყელია.
დანარჩენებმაც მოსინჯეს და დაასკვნეს‚ რომ ადამიანი მართლაც პატარა და ბრტყელია.
***
– მარო‚ ტუმბოჩკაზე პატარა ცისფერი ტაბლეტი რო იდო‚ ხომ არ გინახავს?
– ჰო‚ ვნახე და კიდეც დავლიე წნევის წამალთან ერთად.
– ჰოდა, მაშინ სექსიც შენ თავ მასთხოვე.
***
– ბიჭო‚ ზურა‚ ცოლის მოყვანას არ აპირებ? საცაა, გაჭაღარავდი!
– ქალებთან მე ისეთი დამოკიდებულება მაქვს‚ როგორც მანქანებთან: ვიღებ ლიზინგით‚ ყოველთვიურად ვუხდი‚ ყოველი სამი წლის შემდეგ კი – ახალი...