კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

უფროსმა შენიშვნა მისცა თანამშრომელს‚ რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე იყო
„ჩამოკიდებული“.

– სამსახურებრივ საქმეებზე ვლაპარაკობ... – თავი იმართლა თანამშრომელმა.

– მაშინ‚ მოვითხოვ, კლიენტებს სიტყვებით – სიხარულო‚ საყვარელო და ტკბილო – ნუ მიმართავ!

***

ორი ნასვამი მეგობარი ბანცალით მიუყვება ქუჩას:

– ეჰ‚ რა ბედნიერები ხართ ცოლიანები‚ – ამოიოხრა ერთმა‚ – ოჯახური სიმყუდროვე‚ კომფორტი‚ ვახშამი მაგიდაზე‚ მოსიყვარულე და ალერსიანი ცოლი‚ რომელიც შენს მისვლას ელოდება... ხედავ‚ რომელი საათია და შენს ფანჯარაში ისევ სინათლეა...

– ღმერთო ჩემო‚ მართლა შუქია! – შეშფოთდა ცოლიანი‚ – ისევ ბარში დავბრუნდეთ!

***

გამოკითხვა ფირმაში:

რამდენია 2X2?

ბუღალტერია: ვალუტაზეა დამოკიდებული; სტატისტიკის განყოფილება: საშუალოდ – 4; იურისტები: 3-დან 5-მდე; მარკეტინგის განყოფილება: დავაზუსტებთ; მიწოდების სამსახური – 14: 5 – ჩვენ‚ 5 – თქვენ‚ 4 – სალაროში.

***

ქართული დღეები „მაკდონალდსში“ – ხინკალი და ლუდი.

***

– მამი‚ რო მითხარი 10 ქულას რომ მიიღებ 11 ლარს მოგცემო‚ ხომ არ დაგავიწყდა?

– მერე?

– გუშინწინ 3 ქულა მივიღე‚ გუშინ – 4‚ დღესა კიდენა – 3‚ სულ ხო 10 გამოდის‚ ჰოდა, მომე 11 ლარი!

– აჰა შენ 1 ლარი‚ ა კიდე 1 და, ესეც შენი 11 ლარი!


скачать dle 11.3