კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ჩემმა ყოფილმა რძალმა 11 წლის წინათ საკუთრებაში გადაიფორმა ბინა, რომლის ძირითადი დამქირავებელი მამაჩემი იყო, შვილები კი ორდერში გავდიოდით. სასამართლომ პრივატიზაციის გაბათილებაზე უარი გვითხრა საბუთის ხანდაზმულობის გამო. ორი ოჯახი დავრჩით ქუჩაში. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ უნდა აღვადგინოთ ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება უნდა მოხდეს მისი გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ ეს ვადა გაშვებულია, სასამართლო ვერ იმსჯელებდა მისი კანონიერების საკითხზე.

კითხვა: ვიყიდე ნაკვეთი და მასზე ავაშენე სახლი, რომელიც შავი კარკასის დონეზეა. ეკონომიკური პრობლემების გამო, მსურს, გავყიდო სახლის ნაწილი. მაქვს თუ არა უფლება, გავყიდო ბინა შავი კარკასის მდგომარეობით?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ თქვენ ხართ უძრავი ნივთის მესაკუთრე და ეს უფლება რეგისტრირებული გავქთ საჯარო რეესტრში, უფლება გაქვთ, გაყიდოთ უძრავი ნივთი.

კითხვა: ვარ მარტოხელა მოხუცი, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. მყავს გათხოვილი ქალიშვილი, რომელიც მივლის და მპატრონობს. მინდა, ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება ვაჩუქო. გთხოვთ მიპასუხოთ, რა თანხა დამიჯდება, თუ მეყოფა ჩემი პენსია?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია, მოახდინოთ როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ნოტარიუსთან. ნოტარიუსით ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების ღირებულება გამომდინარეობს ნივთის ღირებულებიდან, ხოლო საჯარო რეესტრში დადგენილია სპეციალური გადასახადი, რომელიც არ გამომდინარეობს ნივთის ღირებულებიდან.

კითხვა: 2009 წლის ივნისში ვიყიდე ბინა, რომლის რეგისტრაცია, კანონმდებლობის თანახმად, მოვახდინე საჯარო რეესტრში. რამდენიმე დღეა, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა სხვა პირის სახელზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ისე, რომ მე სასამართლოს სხდომის შესახებ არაფერი მსმენია. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ მოვიქცე და მაქვს თუ არა უფლება, გავასაჩივრო საჯარო რეესტრის ქმედება და სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ, კანონმდებლობის თანახმად, არ იყავით პროცესში მონაწილე პირი, სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენ წინააღმდეგ არ უნდა ყოფილიყო მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეილახა, თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ვინაიდან არ იყავით საქმეში მხარედ ჩართული.

კითხვა: გარდამეცვალა მეუღლე, როცა ფეხმძიმედ ვიყავი. ახლა მყავს ვაჟი. ჩემმა მეუღლემ დატოვა ანდერძი. მაინტერესებს, ანდერძით მემკვიდრეობისას სამკვიდრო გადადის თუ არა იმ პირზე, რომელიც დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ანდერძით მემკვიდრეობისას სამკვიდრო გადადის პირზე, რომელიც ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ.

კითხვა: სასამართლოს მიერ ჩემი ძმა ცნობილი იქნა მამაჩემის უღირს მემკვიდრედ, გარდაცვალებისას მამაჩემმა დატოვა ანდერძი. მიიღებს თუ არა უღირსი მემკვიდრე (ჩემი ძმა) სამკვიდრო ქონებას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიიღებს, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში.

კითხვა: გავაფორმეთ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ახლა მსურს, გამოვისყიდო ბინა, მაგრამ გამოსყიდვის უფლების განხორციელებისას ამჟამინდელმა მესაკუთრემ მომთხოვა ნივთის ღირებულების ის ფასი, რომლითაც გაუმჯობესდა ბინის ღირებულება. კანონიერია თუ არა მისი მოთხოვნა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით; ამასთან, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ის თანხა, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე, სასარგებლო დანახარჯების შედეგად.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანად და რა ოდენობის ჯარიმა არის გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანაზე, რამაც გამოიწვია საბაჟო გადასახდელების შემცირება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანად ჩაითვლება ისეთი მონაცემების შეტანა, რომელთა არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც, შეიძლება, გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან განსხვავებული მეთოდით საბაჟო ღირებულების დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას.

საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა, რამაც გამოიწვია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, იწვევს ამ პირის დაჯარიმებას, დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ, არანაკლებ 1 000 ლარისა, ხოლო განმეორებით – პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ, არანაკლებ 2 000 ლარისა.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა არის ბიომეტრული პასპორტი და ძველი პასპორტების შეცვლა არის თუ არა აუცილებელი?

პასუხი: ბიომეტრული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ. ბიომეტრული პასპორტის გაცემის პარალელურად, ვადის გასვლამდე მოქმედებაში იქნება დღეისთვის მოქმედი პასპორტებიც.

კითხვა: რა სახის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას?

პასუხი: ყოველი კონკრეტული ქვეყანა თავად განსაზღვრავს, თუ რა სახის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას. ზოგადად, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები.


скачать dle 11.3