კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროკავშირი ბანკების სტრეს-ტესტების შედეგებს გამოაქვეყნებს



დავით ბახტაძე



ბანკირების, ეკონომისტებისა და საბანკო ექსპერტების საკმაოდ გაჭიანურებული დებატების შემდეგ, ევროკომისიამ მაინც გადაწყვიტა, ევროპის ბანკების სტრეს-ტესტების შედეგები საჯარო გაეხადა. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეხება ყველა ბანკს, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზეა. საინტერესოა, რომ სტრეს-ტესტების გამოქვეყნებას დაჟინებით ითხოვდა ესპანეთი, რომელიც ამ გზით ცდილობდა, ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გერმანია გამოდიოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლება გერმანიის ბანკებში პანიკისა და ლიკვიდურობის კრიზისის დათესვას მოერიდა. ევროკომისია და მისი კომისარი საშინაო პოლიტიკის საკითხებში – მიშელ ბარნიე აქტიურად უჭერდნენ მხარს ღია პოლიტიკას. რომპეიმ განაცხადა, რომ ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებში ევროკომისიის პრიორიტეტი გამჭვირვალე და ჯანსაღი საბანკო სისტემის შექმნაა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ სტრეს-ტესტების შედეგები ივლისის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. იდეას მხარი დაუჭირა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალური გამჭვირვალობაა მთავარი“.


скачать dle 11.3