კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აბრამოვიჩს რუსეთში ყველაზე ძვირფასი ავიალაინერი ჰყავს


რუსულმა ჟურნალმა „ფინანსმა“ მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ბიზნესმენთა რეიტინგებში ყველაზე ძვირფასი ავიალაინერის მეპატრონედ დაასახელა. რომან აბრამოვიჩის, რომელიც „მილჰაუს კეპიტალის“ მეპატრონე და ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის დუმის თავმჯდომარეა, საკუთრებაშია „ბოინგ 767 300“. ამ თვითმფრინავის ღირებულება 100 მილიონი დოლარია. თვითმფრინავი აბრამოვიჩმა ჯერ კიდევ 2004 წელს იყიდა. რუსი მილიარდერის მიზანი მაშინ ამ თვითმფრინავში შტაბ-ბინის მოწყობა იყო. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აბრამოვიჩის თვითმფრინავი იმდენად ძვირფასია, მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბორტი ¹1 – ბარაკ ობამას თვითმფრინავი თუ შეედრება. აღსანიშნავია, რომ რუსი მილიარდერის ავიალაინერი აღჭურვილია ანტისარაკეტო სისტემით, რომლის ფასი 1,5 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზე „ნაფტა მოსკვას“ მეპატრონის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატის სულეიმან ქერიმოვის თვითმფრინავები გავიდა. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ერთდროულად სამი თვითმფრინავის მფლობელია. ესენია: ბოინგ 737, რომლის ღირებულებაც 50-დან 52 მილიონ დოლარამდე მერყეობს; „გალფსტრიმ ჯი ვი“ – ფასი 35 მილიონი დოლარი და „გალფსტრიმ ჯი 550“, – ფასი 55 მილიონი დოლარი. ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავების მფლობელ რუს ბიზნესმენთა პირველ სამეულში ასევე შედის ქართული წარმოშობის მილიარდერი დავით იაკობაშვილი. „ვიმ ბილ დანის“ მეპატრონე ფლობს „ბომბარდირ ჩელენჯერ 604“-ს, რომლის ღირებულებაც 26-დან 28 მილიონ დოლარამდე მერყეობს და „გალფსტრიმ ჯი ვი ეს პის“ – ფასი 45 მილიონი დოლარი.


скачать dle 11.3