კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სიარვი“, 1997 წლის გამოშვება, ამერიკული. დამიზიანდა ეგრეთ წოდებული „კრესტავინა“ და ამის გამო მთხოვენ მთელი ღერძის შეცვლას. აუცილებელია თუ არა ეს?

პასუხი: ვინაიდან „ჰონდა სიარვის“ „კრესტავინა“ ცალკე დეტალად არ იყიდება მოგიწევთ მისი მთლიანად გამოცვლა. ამის მიზეზია ის, რომ „კრესტავინას“ არაზუსტი, არაიდეალური ჩასმის შემთხვევაში, ავტომობილი იძიგძიგებს, ეგრეთ წოდებული „დრაჟენიე“ ექნება. ამიტომ „ჰონდა“ თავს იზღვევს და ცალკე ამ დეტალს არ უშვებს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი“, 1997 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1000-1100 ბრუნის შემდეგ გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. მაგ მდგომარეობაში მუშაობა კოლოფისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ, დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იმის მიხედვით, რა სისტემითაა ავტომობილი აღჭურვილი, მაგრამ, ძირითადად მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: შემშვებ კოლექტორში საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი“ შეიძლება იყოს ნორმაზე ღია, რაც იმას ნიშნავს ავტომობილისთვის, რომ ჩვენ გაზზე ოდნავ ფეხი გვაქვს მიჭერილი, თუმცა ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“, 1998 წლის. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა: თუ ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, ვეღარ ვქოქავ. მხოლოდ ცივზე იქოქება. ამ სიცხეში თუ სადმე ხუთი წუთით გაჩერება მიწევს, მთელი საათი ველოდები ძრავის გაგრილებას. იქნებ, ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?

პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ, ყველაზე მეტად, შეიძლება, ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, გადაამოწმოთ რელეები, რომლებიც სადმე ერთ ბუდეში იქნება მოთავსებული მცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იშოვეთ მსგავსი ავტომანქანა, გააცხელეთ თქვენი ავტომობილი და, როდესაც მიხვალთ იმ კონდიციამდე, რომ აღარ იქოქება, რელეები სათითაოდ გადმოიტანეთ იმ მეორე ავტომობილიდან და ეცადეთ დაქოქვას. ასე იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია.


скачать dle 11.3