კეიტას ესკობარი გაახსენეს
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში, რომელშიც ნიგერია საბერძნეთს ხვდებოდა, მინდვრიდან ნიგერიელთა ნახევარმცველი, სანი კეიტა მიაბრძანეს. მისი გაძევების მიზეზი აშკარა უხეშობა იყო, რის შემდეგაც აფრიკულმა გუნდმა მატჩი წააგო. ჰოდა, ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე ათასზე მეტი წერილი გაიგზავნა, რომელშიც გულშემატკივრები კეიტას მოკვლით ემუქრებიან. ანალოგიური წერილები აქტუალური 1994 წლის შემდეგ გახდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატები-კოლუმბიის მატჩის დროს, ანდრეს ესკობარმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ გოლით კოლუმბიამ წააგო. მაშინ კოლუმბიელი გულშემატკივრები ესკობარს მოკვლით დაემუქრნენ და... მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში იგი ბარში ჩაცხრილეს.
„სიტუაცია კონტროლზე გვყავს აყვანილი და კეიტას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაცვა ეყოლება. რამდენიმე წერილში ესკობარის მაგალითია მოყვანილი, რაც აღმაშფოთებელია. ყველა წერილის შესწავლა პოლიციამ უკვე დაიწყო“, – აცხადებენ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.