კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მკერდი და სად ფეხბურთი


მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში იმართება და წესით, სამხრეთაფრიკელ მსახიობ შარლიზ ტერონს ეს ამბავი უნდა ახარებდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. შარლიზი კბილებით იბრძოდა, რომ მუნდიალისთვის ამერიკას ემასპინძლა და რადგანაც გარკვეულია, რომ ოთხი წლის შემდეგ ჩემპიონატი ბრაზილიაში გაიმართება, ტერონი ცდილობს, შტატებში 2018 წლის ჩემპიონატი მაინც ჩატარდეს. საამისოდ შარლიზი ცნობილ მსახიობს ბრედ პიტს შეუერთდა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით რაღაც ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. შარლიზი შეეცდება, „ფიფა“ დაარწმუნოს, რომ მსოფლიოს პირველობას რვა წლის შემდეგ ამერიკამ უნდა უმასპინძლოს. მოკლედ, შარლიზი ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდა და ფეხბურთის გარდა, საკუთარ მკერდზეც ესაუბრა.

„რა თქმა უნდა, ამერიკა იდეალური ვარიანტია. 1994 წელს ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობა შეგვიძლია და ამას მომავალშიც გავაკეთებთ. რაც შეეხება ჩემს კარიერას, კარგ როლებს არასდროს ველი, რადგან პატარა მკერდი მაქვს და ეს როლის მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, ყოველთვის ვიცი, რომ როცა კარგი სცენარი იწერება, იქ ჩემი ადგილი არ არის. ყველა სცენარში დიდი და ლამაზმკერდიანი ქალები სჭირდებათ“, – განაცხადა შარლიზმა და უმჯობესი ხომ არ იქნება, ამ ქალმა ფეხბურთის ნაცვლად თავის მკერდზე იფიქროს?!


скачать dle 11.3