ამერიკის სიმბოლოს ციხე ემუქრება
1995 წელს ნიკოლ ბობეკმა ფიგურულ სრიალში ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც ნაკრებში ადგილი დაიბევა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ამით მის კარიერას წერტილი არ დასმია. ბობეკი ისეთი მომხიბვლელი გახლდათ, მშვიდობის ელჩად გამოაცხადეს, სხვადასხვა ქვეყნებში ჰუმანიტარული მისიებით გზავნიდნენ და სპორტული სრიალის ნაცვლად, ყინულზე შოუებს ადგმევინებდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ წელს გაგრძელდებოდა ეს იდილია, რომ არა გასულ კვირას მომხდარი ამბავი. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩაატარა და ათამდე ნარკორეალიზატორი აიყვანა, რომელთა შორის ნიკოლიც აღმოჩნდა.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ნარკოტიკებს ვყიდდი და ამ საქმიდან კვირაში ათი ათასი დოლარი მრჩებოდა“, – განაცხადა ბობეკმა. ახლა მას ხუთი წლით ციხეში ისე გამოკეტავენ, როგორც დაგიბარებიათ.