კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევა და ტონი ბავშვზე დაფიქრდნენ


ამერიკული ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ფრანგ ვარსკვლავ ტონი პარკერს ცოლად ყველაზე ცნობილი „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ – ევა ლონგორია ჰყავს. წყვილმა აგერ უკვე სამი წელია, იქორწინა, მაგრამ, რად გინდა, შვილი ჯერაც არ ჰყავთ. ახლა ირკვევა, რომ ამის მიზეზი არა ტონი ან ევა, არამედ ის კონტრაქტია, რომელიც ლონგორიას კინოსტუდიასთან ჰქონია დადებული.

„კონტრაქტში წერია, რომ ვადის გასვლამდე ევა არ უნდა დაფეხმძიმდეს, თორემ ჯარიმის სახით ხუთ მილიონ დოლარს გადაიხდის. ამიტომ, არ ვჩქარობთ. კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და ევა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აღარ აპირებს, არადა, შეთავაზება აქვს. ჩვენ შვილი გვინდა“, – განაცხადა პარკერმა და ალბათ, დროც არის, 35 წლის ევამ ბავშვი გააჩინოს.

რაც მთავარია, წყვილმა აღნიშნა, უკვე მივხვდით, რომ ბავშვის ყოლისთვის მზად ვართო.


скачать dle 11.3