ქალი ლეგენდა
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ანა კურნიკოვას ჩოგბურთის ლეგენდად აღიარებდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ამას ვერ გავექცევით. როგორც წესი, უიმბლდონის ტურნირის წინ კორტზე ლეგენდებად აღიარებული ჩოგბურთელები გადიან და მაყურებლებისთვის საჩვენებელ მატჩებს მართავენ. ჰოდა, წელს ლეგენდებში ანაც არის მიწვეული. იგი წყვილთა თანრიგში ითამაშებს და ჩოგანზე მეტად მაყურებელს თავს გავის ქნევით დაამახსოვრებს.
შეგახსენებთ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში კურნიკოვას ერთეულთა თანრიგში ერთი ტიტულიც არ აქვს მიღებული. მის მთავარ მიღწევად ავსტრალიის ღია პირველობის მოგება ითვლება, ოღონდ წყვილებში. მას მაშინ მხარს მარტინა ჰინგისი უმშვენებდა, რომელიც საუცხოო ფორმაში იყო და ძალიან ძლიერად თამაშობდა, ანა კი... ანა საკუთარი სხეულის წყალობით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩოგბურთელია და აგერ, ლეგენდაც კი გახდა... ისე, მასზე ლეგენდები კი დადის, მაგრამ ჩოგბურთს ნაკლებად ეხება.