კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბექჰემს აგინეს


ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ „ფიფაში“ საჩივარი აფრინა. საქმე ისაა, რომ ალჟირის ნაკრებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდგომ, ბრიტანელთა გასახდელში მავანი გულშემატკივარი შევარდა და... დევიდ ბექჰემს აგინა. ვერ გეტყვით, რა შუაშია ბექჰემი, რომელიც ტრავმის გამო მოედანზე არც გასულა და ვერც გავა, მაგრამ ფანის აგრესია მხოლოდ მისი მისამართით იყო.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვის ან რატომ აგინა გულშემატკივარმა. მთავარი ისაა, რომ „ფიფა“ უსაფრთხოების ნორმებს ვერ უზრუნველყოფს, რაც შემაშფოთებელია. არ შეიძლება, ვისაც მოესურვება და როცა მოესურვება, გასახდელში შევარდეს“, – ნათქვამია ბრიტანელთა საჩივარში.

პრესა კი წერს, რომ ინგლისელები ყველაზე მეტად იმან გააცეცხლა, რომ იმ დროს გასახდელში გუნდის საქომაგოდ სამხრეთ აფრიკაში სპეციალურად ჩასული პრინცი უილიამი იმყოფებოდაო.


скачать dle 11.3