მეთიუ ბრაზილიის მხარესაა
ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკონაჰიმ ფილმში გადაღებები შეწყვიტა და ამის მიზეზი მსოფლიოს ჩემპიონატია. მაკონაჰი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა და ბრაზილიის ნაკრებს ტრიბუნიდან გულშემატკივრობს.
„დიდი ხანია ბრაზილიის ნაკრების ქომაგი, ვარ და შვილსაც ასე ვზრდი. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატს წელსაც მოიგებს“, – განაცხადა მეთიუმ და იმის დასტურად, რომ ბრაზილიის ფანია, ჟურნალისტთა წინაშე თავადაც და შვილიც ბრაზილიის ნაკრების მაისურებში წარდგნენ.