კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები


რჩევები მათთვის, ვისაც ორთქლის აბანოში სიარული უყვარს:

ორთქლის აბანო, ფინური აბანო, საუნა – რაც გინდათ, ის დაარქვით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ, აქვს შესანიშნავი შედეგი, თუ მისი გამოყენების წესებს სწორად დაიცავთ. შედეგის შესანიშნაობა კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ორგანიზმიდან მაქსიმალურად გამოიდევნება ტოქსინები, რაც, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას გაგიკაჟებთ, გახდომასა და „ტანის დაყენებაშიც“ აქტიურად შეგიწყობთ ხელს. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად კი აუცილებელია, თან იქონიოთ ჩაი, უმჯობესია, მწვანე, თუმცა, შავ ჩაისაც არანაკლები ეფექტი აქვს. შესაძლოა, ასევე, სხვა მცენარეული ნაყენები ან წვენები, რომელთა მომზადებასაც ახლა გასწავლით:

საუნაში წასვლის წინ თერმოსში ჩაასხით მწვანე ან შავი ჩაი თაფლითა და ლიმონით, ასევე შეიძლება ხილის, ბალახების (პიტნის, ჟოლოს ან მოცხარის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, შვიტას) ჩაი. შეგიძლიათ, აგრეთვე გამოიყენოთ ვაშლისა და მსხლის კომპოტი, ახალგამოწურული ვაშლის წვენი ან გაზგასული მინერალური წყალი.

* ჩაყარეთ თითო ჩაის კოვზი ევკალიპტის ფოთოლი, ასკილი, გვირილა და პიტნა, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ შეაგრილეთ და გადაწურეთ. დალევის წინ ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. თუ გემწარათ, 1 ჩაის კოვზი თაფლით დაატკბეთ.

* 1 სადილის კოვზ პიტნის, შავი მოცხარის, გვირილასა და ქაცვის ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე 2-3 წუთით, შემდეგ კი გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს გადაწურეთ და მიირთვით. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.

* აიღეთ თანაბარი რაოდენობით პიტნა, ევკალიპტის ფოთოლი, ცაცხვის ფოთოლი, ქონდარი. 4 სადილის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით ქაფქაფა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და საუნაში წასვლის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა.

ტოქსინების გამოყოფა რომ გააძლიეროთ, პროცედურის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრი (4 ჩაის ჭიქა) ოფლმდენი ჩაი – ნებისმიერი იმათგან, რომელიც ჩვენ გასწავლეთ.

გახსოვდეთ: კატეგორიულად გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელი და მათ შორის ლუდიც.

ორთქლის აბაზანის მიღების შემდეგ, სასურველია, სახლში მისვლისთანავე, სულ მცირე, ერთი საათი წამოწვეთ. თუ დასვენების შემდეგ წყურვილი გაგიძლიერდათ, ნებისმიერი სითხე მიიღეთ პატარ-პატარა ყლუპებით. ეცადეთ, ძალიან ბევრი არ დალიოთ.


скачать dle 11.3