კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზაფხულის დიეტა


რადგან უკვე გაგანია ზაფხულია და დიეტური პროდუქტების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, არ უნდა გაგვიჭირდეს ყველაზე ჯანმრთელი, იაფი და იოლი დიეტის დაცვა. რეჟიმიც და მენიუც თავად შეგიძლიათ, შეადგინოთ, ჩვენ, უბრალოდ, რჩევებს მოგცემთ:

დღის განმავლობაში კვების რაოდენობა დაყავით 4-6 ჯერად (თქვენი პირადი დღის რეჟიმიდან, ანუ მოუცლელობიდან გამომდინარე); კვებასა და კვებას შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 საათი.

თითო ჯერის რაოდენობა (სითხის გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 250-300 გრამს.

დღის განმავლობაში უნდა დალიოთ, სულ მცირე, 2-3 ლიტრი სითხე, მით უმეტეს, რომ ძალიან ცხელა და ორგანიზმიდან სითხის გამოყოფა გააქტიურებულია.

კვების რაციონი გაანაწილეთ შემდეგი პრინციპით: პირველი საუზმე და ვახშამი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი და მაქსიმალურად არაკალორიული, თანაც რაოდენობრივად უფრო მცირე, ვიდრე დანარჩენ საათებში მისაღები საკვები. ანუ, თუ, ვთქვათ, კვების რაოდენობას 5 ჯერად დაყოფთ და კვებას 9 საათზე დაიწყებთ, დაახლოებით ასეთი რეჟიმი უნდა შეიმუშაოთ:

9 საათი: 1 პატარა ფინჯანი უშაქრო ყავა და 1 პატარა ნაჭერი უცხიმო ყველი;

11 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან კეფირი, 1 ცალი პატარა ბანანი (შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ);

13 საათი: 3 სადილის კოვზი უცხიმოდ მოხარშული წიწიბურა, 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.;

15 საათი: 1 ნაჭერი (100-150 გრამი) მოხარშული ხორცი (საქონლის ან ქათმის; შეიძლება თევზიც) და 1 ცალი პომიდვრისა და 1 ცალი კიტრის სალათა ყველანაირი მწვანილით. თუ ძალიან გაგიჭირდათ უპურობა, შეატანეთ 2-3 ცალი „ხლებცი“. 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი. შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა;

17 საათი: ხილის სალათა-ასორტი, 1 ჩაის ჭიქა მაწონი;

19 საათი: 1 ჩაის ჭიქა ცივი, მწვანე ჩაი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო. უფლება გაქვთ, მითითებული პროდუქტები ჩაანაცვლოთ სხვა ნაკლებკალორიული პროდუქტით.

დიეტის ხანგრძლივობა – 2 კვირა. გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ დღის განმავლობაში დილით და საღამოთი, 10-10 წუთს გამოძებნით და წაივარჯიშებთ. წყლის პროცედურები კი თქვენს დიეტას განსაკუთრებულ ეფექტს მისცემს.

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3