კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრინჯს სასწაულმოქმედი თვისებები აქვს



ბრინჯი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილებითა და ამინომჟავებით, რომლებიც საჭიროა ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად; ასევე, კალიუმით, რომელიც მთავარი ელემენტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ასევე, ის მდიდარია ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმითა და იოდით.

ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა, რომელიც აჯანსაღებს ნერვულ სისტემას და კარგად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. ის, ასევე, არაჩვეულებრივი გამწმენდია ორგანიზმისთვის.

ნაწლავებისა და სისხლის გასაწმენდად, მთელი თვის განმავლობაში, კვირაში ერთ დღეს მხოლოდ ბრინჯი ჭამეთ: კარგად გარეცხილ ერთ ჩაის ჭიქა ბრინჯს დაასხით სამი ჩაის ჭიქა წყალი. წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და ხარშეთ ოცი წუთი. არც ცივი წყალი გადაავლოთ და ნურც მარილს დაამატებთ. განტვირთვის დღეს ბრინჯისა და წყლის მეტს ნურაფერს მიიღებთ. ასეთი წესით მომზადებული ბრინჯი კი, შეგიძლიათ, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ.

თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები გაწუხებთ, ბრინჯი ასე მოამზადეთ: დაალბეთ ორი სუფრის კოვზი ბრინჯი ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში, მეორე დღეს წყალი გამოუცვალეთ და ცალკე კიდევ ერთი ჩაის ჭიქა მოამზადეთ (ორი სადილის კოვზი ბრინჯი და ერთი ჩაის ჭიქა წყალი). მთელი კვირის განმავლობაში შვიდი ჭიქა მომზადდება. მერვე დღეს ერთი კვირის წინ მომზადებული დამბალი ბრინჯი ხარშეთ 5 წუთს და შემდეგ მიირთვით. ასევე, პარალელურად მოამზადეთ მერვე ულუფაც. ამგვარად დამბალ-მოხარშული ბრინჯი მიირთვით ყოველდღე. ჭამის შემდეგ კი, 3 საათის განმავლობაში, ნურაფერს დალევთ და ნურც შეჭამთ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

ნაწლავების გასასუფთავებლად და სახსრებისთვის, ყოველდღიურად, ძილის წინ, 5 მარცვალი უმი ბრინჯი ჭამეთ, რომელიც კარგად უნდა დაღეჭოთ. პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში იმეორეთ. შემდეგ ერთი კვირით შეისვენეთ და კიდევ გაიმეორეთ.

ბრინჯის ნახარში ნამდვილი სასწაულმოქმედია. ის კარგია კუჭ-ნაწლავის მოქმედების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ასევე, ქალა-ტვინის ტრავმების დროსაც. სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად გარეცხეთ 5 სადილის კოვზი ბრინჯი, დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და კარგად მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული სითხე დალიეთ დღეში 4-ჯერ.

თუ კუჭი აგეშალათ, გარეცხეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, დაასხით 4 ჩაის ჭიქა წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ, დღეში – 3-ჯერ.


скачать dle 11.3