კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პანკური ფეხსაცმელი და შავი რომანტიკა „ჟივანშის” ახალ კოლექციაში


ფრანგული მოდის სახლი, რომელსაც დღემდე მისი უხუცესი დამფუძნებელი ჰუბერტ დე ჟივანში მართავს სწორედ მის გვარს ატარებს. ეს არის მოდის სახლი, რომლისთვისაც ქალური სისადავე, სინაზე, ელეგანტურობა მთავარი პრიორიტეტია. ნატიფ და დახვეწილ ფრანგულ გემოვნებას უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს ქალბატონები აღფრთოვანებაში მოჰყავს, გონებას აკარგვინებს და მათ მეუღლეებს კი ჯიბეებს უცარიელებს. „ჟივანშის“ კოლექციები ყოველთვის გამოირჩევა კონკრეტული, სწორი მიმართულებით, ერთიანი ხაზით, საკოლექციო ქსოვილებითა და სიახლეებით, რომელიც შემდეგ უკვე უამრავი მოდის სახლის შთაგონების წყარო ხდება. ჰუბერტ დე ჟივანში 1952 წლიდან 1995 წლამდე იყო მოდის სახლის მთავარი დიზაინერი. სწორედ ზემოხსენებულმა სტილმა შესძინა მას მაღალი დონის კლიენტები – მათ შორის ოდრი ჰეპბერნიც. მას „ჟივანშის“ კოსტიუმები ძალიან ბევრ ფილმში აცვია. „ჟივანშთან“ იცვამდნენ გრიმალდების სამეფო გვარის წარმომადგენლები, გინესებისა და კენედების ქალბატონები. ცნობილი ფაქტია, რომ ჯონ კენედის დასაფლავებაზე მათ სწორედ „ჟივანშის“ კაბები ეცვათ. 1995 წლის შემდეგ მოდის სახლს ისეთი დიზაინერები მართავდნენ, რომლებმაც ერთიორად გაზარდეს „ჟივანშის“ მიმართ ინტერესი. ჯონ გალიანო ალექსანდრ მაკქუინმა შეცვალა, ხოლო 2001 წლიდან მოდის სახლს სათავეში ჟულიენ მაკდონალდი უდგას, რომელიც ქალის ოტ-კუტიურისა და პრეტ-ა-პორტე ხაზის სამხატვრო დირექტორია. დღეს კი „ჟივანშის“ ქალის ხაზზე რიკარდო ტიჩი ზრუნავს.

„ჟივანშის“ 2009 გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ხალასი და ქალური იყო. უძვირფასესი ქსოვილები, მაღალტექნოლოგიური დამუშავებითა და ძალიან საინტერესო კონსტრუქციით, სხვადასხვა დიზაინის კოსტიუმზე განსხვავებულად და ორიგინალურად ჩანდა. განსაკუთრებული ყურადღება რიკარდო ტიჩის მიერ შექმნილ ფეხსაცმელებს დაეთმო. ტყავისა და ლაკის მაღალყელიან „შუზებს”, „მოჭრილი თითებით“ და ტერფზე ელვაშესაკრავით, კოსტიუმში პანკის ელემენტები შემოჰქონდა, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენებასთან თითქოს არაფერ შუაში იყო. ბოლო კოლექციაში შავი აშკარად წამყვანი ფერია, რომელიც ამა თუ იმ კოსტიუმში დეტალის სახით მაინც ჩნდება. ამით რიკარდო ტიჩიმ ახალი სული შთაბერა შავს და წლევანდელ ტენდენციებში მან „გლამურისა” და „შიკის” სახელი დაიბრუნა.

შავი და რძისფერი კაბების შემდეგ „ჟივანშის” მოდის სახლმა წარმოადგინა საქმიანი ქალის კოსტიუმები, რომელიც უფრო ჰიპური დეტალებისგან შედგებოდა, ვიდრე – კლასიკური. ნახევრად ჯინსის და ნახევრად ტრიკოტაჟის, ან ნახევრად ტყავისა და ნახევრად სტრეიჯის შარვლები თითქოს შეუსაბამო იყო კლასიკურ პიჯაკთან. ამას ემატებოდა ზედები, რომელსაც ძნელია, მაისური უწოდო. ალბათ, გახსოვთ, ლილუს ცნობილი კოსტიუმი ფილმიდან „მეხუთე ელემენტი”. რიკარდო ტიჩის სწორედ მსგავსი ტიპის ბრტყელი სარტყელებით ჰქონდა დაფარული ქალის ინტიმური ადგილები და მის კოსმიურ სახეს ქმნიდა. თუმცა, მოდის კრიტიკოსებმა აღიარეს, რომ მსგავსი ელემენტები კოლექციას ახალგაზრდულ და ცოცხალ ელფერს აძლევდა. „ფრეშ კოლექშენ” – ასე შეფასდა რიკარდო ტიჩის ზაფხულის კოლექცია.

გარდა ამისა, კოლექციაში იყო შედარებით სტანდარტული სამოსი, – ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი და კრემისფერი კოსტიუმები. აბრეშუმის ძალიან თხელი და ნაზი მოსაცმელი თეთრ კლასიკურ შარვალთან – ზაფხულის იდეალურ სინთეზად შეიძლება, ჩაითვალოს. თუმცა, იმისთვის, რომ თეთრი შარვალი ჩაიცვა არც ერთი ზედმეტი კილოგრამი არ უნდა აწუხებდეს შენს სხეულს. კრემისფერი და შავი რომანტიკა – ასე შეიძლება, ეწოდოს კოლექციის ბოლო ნაწილს, სადაც დიზაინერმა თავზე ბაფთიანი გოგონას რომანტიკული სახე წარმოაჩინა. ასეა თუ ისე, ჩვენების ბოლოს კულისებში უამრავი ქალბატონი შევიდა, რომელიც იმ წუთსვე მზად იყო, ნებისმიერი თანხა გადაეხადა უახლესი კოლექციის სამოსში, რომელიც „ჟივანშის” სახელს ამაყად ატარებდა.


скачать dle 11.3