კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჭიროა ვიტამინები



ვიტამინი არ არის ენერგიის წყარო, არც საკვების შემცვლელი და გამამხნევებელი საშუალება. ის ვერ ცვლის ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

ვიტამინებს მაღალი ბიოლოგიური აქტიურობა ახასიათებს. ბიოლოგიურ ნივთიერებებზე ადამიანის დღეღამური ნორმა მერყეობს 100 მილიგრამიდან 300 მილიგრამამდე.

ვიტამინები ნივთიერებათა ცვლას ჰორმონებისა და ფერმენტების სისტემის მეშვეობით აწესრიგებს. ამიტომ, უმჯობესია არა ცალკეული, არამედ ვიტამინთა კომპლექსის მიღება.

დღეისათვის ცნობილია სულ 15 ვიტამინი და 7 ვიტამინის მსგავსი ნივთიერება. ვიტამინები იყოფა ცხიმში ხსნადებად და წყალში ხსნადებად. ცხიმში ხსნადს უწოდებენ ჰორმონულ ვიტამინებს, რომლებიც შედის უჯრედისის გარსის, ანუ მემბრანის შემადგენლობაში და ხელს უწყობს მათ ნორმალურ განვითარებას. წყალში ხსნად ვიტამინებს კი ენზომოვიტამინებს უწოდებენ და მათ ორგანიზმისთვის დამხმარე როლი ენიჭება.

A ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას, სასქესო ჯირკვლების მუშაობას. ამყარებს ინფექციებისა და ალერგენების მიმართ მდგრადობას. ამახვილებს ადამიანის ყურადღებასა და რეაქციას. A ვიტამინს უხვად შეიცავს საქონლის ღვიძლი, კვერცხის გული, კარაქი, მცენარეული ზეთი.

D ვიტამინი ამარაგებს ძვლებსა და კბილებს, აწესრიგებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვალებადობას. ხელს უწყობს გულის რიტმულ მუშაობას და ნერვული იმპულსების რეგულაციას. D ვიტამინს შეიცავს ღვიძლი, თევზი, კვერცხი, მცენარეული ზეთი.

E ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ამუხრუჭებს დამჟანგავ პროცესს, უჯრედების განვითარებას. ამყარებს იმუნიტეტს, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, შლის თრომბს, აუმჯობესებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას. მას დიდი რაოდენობით შეიცავს სიმინდის, სოიის, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთები, პარკოსნები, მარცვლეული.

K ვიტამინი აწესრიგებს სისხლის შედედების პროცესს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, კუნთების მუშაობას. კარგია მკერდის, საკვერცხეებისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მას დიდი რაოდენობით შეიცავს საქონლის ღვიძლი, ისპანახი, სტაფილო, კომბოსტო, ტომატი, კარტოფილი.


скачать dle 11.3