რინგის დედოფალი
2002 წელს ოქსანა სემენიშნია ლიტვის ულამაზეს ქალად აღიარეს. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ამ აღიარების შემდეგ, ოქსანამ პოდიუმზე ნარნარის ნაცვლად კრივში წაიმეცადინა და, მართალია, დიდ შედეგებს ვერ მიაღწია, მაგრამ აგერ უკვე მესამე წელია, კრივის სამყაროში ულამაზეს ქალად აღიარებენ.
„უფრო ხშირად რინგზე იმიტომ გავდივარ, რომ გამარჯვებული კაცები დავაჯილდოვო, მაგრამ, მოვა დრო და რამე ტიტულს მეც მოვიგებ. მანამდე კი ულამაზესი მოკრივის ამპლუით დავკმაყოფილდები“, – ამბობს ოქსანა.