კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახშირდა სტიქიური უბედურებები და რის ხარჯზე ხდება კატასტროფების მატება


ბოლო დროს დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე დაფიქსირებულმა მიწისძვრამ, წყალდიდობამ, მეწყერმა თუ შტორმმა ხშირი სახე მიიღო, ბუნება ბობოქრობს და სტიქიური უბედურებების სახით გვიტევს. სპეციალისტების დასკვნით, ამან ჩვენი პლანეტის ღერძიდან გადახრა გამოიწვია, რაც შესაძლოა, სერიოზული ცვლილებების მიზეზი გახდეს. რაში გამოიხატება ეს ცვლილებები და როგორ აისახება კონკრეტულად საქართველოზე, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს გეოფიზიკის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი თამაზ ჭილაძე.


თამაზ ჭილაძე: დედამიწის ქერქი დაყოფილია ძალიან დიდ ლითოსფერულ ფილაქნებად, რომლებიც ხურავენ დედამიწის თხელ ფენას, ანუ ასტენოსფეროს. იგი გამლღვალი მასაა, დედამიწის ქერქში არსებობს დინებები, რომლებსაც გადააქვთ ფილაქნები და ამ ფილაქნების შეჯახების შედეგად ხდება მიწისძვრები.

– ფილაქნების შეჯახება რა მიზეზით ხდება?

– გამლღვალ ფენაში, რასაც ასტენოსფეროს ვეძახით, ხდება ცირკულაცია, ცხელი ნივთიერება ამოდის ზემოთ, გაციებული კი ქვემოთ ჩადის, იქმნება წრიული უჯრედები, რომლებსაც გადააქვს ხისტი ქერქი. რაც კინოეკრანებზე ფილმი „2012“, გამოვიდა ცოტა არ იყოს, შეშინდა ხალხი და ჰგონიათ, რომ გახშირდა სტიქიური უბედურებები და მიწისძვრები. თუმცა, საგანგაშო აქ არაფერია. იცვლება სტატისტიკა და დაღუპულთა რაოდენობა ნამდვილად იზრდება, ოღონდ ეს დედამიწაზე ცვლილებების ბრალი არაა. ხალხს აღარ ჰყოფნის ტერიტორია და სახლდება ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია სტიქიური უბედურებები. მართალია, კატასტროფების რიცხვი გახშირდა, ოღონდ ეს არ ხდება ბუნებრივი მოვლენების ზრდის გამო.

– ბატონო თამაზ, საქართველოში არსებობს რამდენიმე ვულკანი. არის თუ არა მისი ამოფრქვევის საშიშროება?

– არსებობს სამი სახის ვულკანი – აქტიური, მიძინებული და ჩამქრალი. საქართველოში არის რამდენიმე ვულკანი, ვულკანი შავნაბადაზე პატარაა და კაი ხანია, ჩამქრალია. მისი გააქტიურება მოსალოდნელი არაა. როცა მიძინებულია ვულკანი, რაღაც აქტივაცია შეიძლება მოხდეს, შავნაბადასა და ჯავახეთის ვულკანი უკვე ათეული ათასობით წელია, რაც ჩაქრა და ალბათობა იმისა, რომ გაიღვიძოს, აღარ არსებობს. არის ახალგაზრდა ვულკანები. მყინვარწვერი, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს, ჩაქრა 10 000 წლის წინათ, ხოლო იალბუზის ვულკანი ჩრდილო კავკასიაში – 5 000 წლის წინათ. ეს ვულკანები მიძინებულია, მაგრამ გარკვეულწილად, მაინც გააქტიურებულია, რადგან იქ თერმული წყლებია, გაზი ამოდის, სეისმური აქტივობაც არსებობს. ზოგადად კი, ვულკანების ამოფრქვევის პროგნოზირება უფრო ადვილია, ვიდრე მიწისძვრის. მაგალითად, წყნარ ოკეანეშია ვულკანი კინატუბო. იქ გეოფიზიკური მეთოდებით მოახდინეს ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება, წინდაწინ გაასახლეს ხალხი და ათიათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. საერთოდ, მიწისძვრები დაკავშირებულია რღვევებთან. როცა დედამიწის ფილაქნები იყოფა ერთმანეთისგან, ამ დროს ხდება რღვევა. თბილისის 2002 წლის მიწისძვრა რღვევაზე მოხდა. მისი მაგნიტუდა იყო ოთხ-ნახევარი, ხოლო ბალიანობის მიხედვით – ექვსიდან შვიდ ბალამდე.

– რა განსხვავებაა მაგნიტუდასა და ბალს შორის?

– რყევის ინტენსივობის შემცირებას ბალებით აფასებენ, მაგრამ მიწისძვრას აქვს თავისი მუდმივი პარამეტრიც, რომელიც მის ენერგიას ახასიათებს, ესაა მაგნიტუდა. ხშირად ბალს და მაგნიტუდას ერთმანეთთან აიგივებენ, რაც არასწორია. ცნობისთვის, ადამიანს მიწისძვრა კი არ კლავს, არამედ ცუდად აშენებული შენობა, რომელიც ვერ უძლებს რყევებს. ძველად აშენებულ სახლებზე საუბარი ძნელია. შეუძლებელია, განსაზღვრო რამდენ ბალს გაუძლებს. რაც 60-70-იან წლებში აშენდა, 7 ბალზეა გათვალისწინებული. ახალი შენობები კი 8 ბალზეა გათვლილი. ყველა შენობას შეიძლება ჰქონდეს დეფექტი და კარგი იქნება, თუ მოხდება მისი სეისმური მდგრადობის შემოწმება.

– რაც შეეხება კატასტროფებს, რა მიზეზითაა მისი რიცხვი გაზრდილი?

– შეიძლება, საშიშროება დაფიქსირდეს, მაგრამ არ გამოიწვიოს კატასტროფა, რადგან მოხდეს დაუსახლებელ ადგილზე. იმის გამო, რომ ადამიანთა რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს, მრავლდებიან და უახლოვდებიან სეისმოაქტიურ ზოლს, სადაც კატასტროფების ალბათობა მაღალია. ბოლო დროს გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორიცაა შტორმი, წყალდიდობა, მეწყერი, მიწისძვრა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან, რომელიც ადამიანის ბრალია. გახშირდა CO2-ის და მეთანის გამოყოფა. ეს მომწამლავი ნივთიერებები გადაიქცევა ბალიშივით, ხოლო ის სითბო, რომელიც მზიდან მოდის, საჭიროებისამებრ, ვეღარ აირეკლება და სითბოს დიდი ნაწილი რჩება დედამიწაზე, რასაც სათბურის ეფექტს უწოდებენ. ამის შედეგად დედამიწაზე ტემპერატურა იმატებს, იზრდება ეგრეთ წოდებული ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების რიცხვი, როგორიცაა: შტორმები, წყალდიდობები, გრიგალები, მეწყერები. გლობალური დათბობის დროს ზღვის დონე მაღლა იწევს, რადგან დნება ყინულები, მყინვარები. ჯერჯერობით ეს იწვევს ტენიანობის ზრდას – ზღვის დონე იწევს, წვიმები იმატებს, რაც დედამიწაზე კლიმატს ცვლის. ახლა კი მეცნიერები იღვწიან როგორმე შეამცირონ CO2-ის გამონაბოლქვი, რომ დედამიწაზე დათბობამ იკლოს.

– თუ ვერ მოხდება დედამიწის დათბობის შეჩერება, იქნება თუ არა გლობალური დათბობა აპოკალიფსის მომასწავებელი?

– აპოკალიფსის რა მოგახსენოთ, მაგრამ თანდათანობით მოხდება ცუდი ცვლილებები. პროგნოზი ასეთი გახლავთ – თუ ვერ შევამცირეთ მომწამლავი ნივთიერებების გამონაბოლქვი, განსაკუთრებით ეს ისეთ ინდუსტრიულ ქვეყნებს ეხება, როგორიცაა: ჩინეთი, ამერიკა, ბრაზილია, მაშინ მოხდება დედამიწის გაუდაბნოება. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის და, შესაძლოა, კავკასიის გაუდაბნოებაც. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მოვლენა 2100 წელს მოხდება – ჰაერის ტემპერატურა დროთა განმავლობაში აიწევს, ზაფხული უფრო ცხელი იქნება, ზამთარი კი – თბილი. თუმცა შეგვიძლია, სიტუაცია გამოვასწოროთ, რადგან ჩვენს ხელთაა ამის მოგვარება.

– ბატონო თამაზ, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, დაახლოებით, როდის მოხდება აპოკალიფსი, ვდგავართ თუ არა ამის საშიშროების წინაშე?

– ნოსტრადამუსისა და მაიას კალენდრის თუ სხვა წინასწარმეტყველების მიხედვით, ამას ვერ განსაზღვრავ. ქალბატონმა ნანსი ლიდერმა 1995 წელს შექმნა ვებ-გვერდი, სადაც ამბობდა, რომ ჰქონდა უცხოპლანეტელებთან კონტაქტი. მათ გამიკეთეს ტვინში ინპლანტაცია და გამაფრთხილეს, რომ 2003 წლის მაისში მოხდება დედამიწაზე უცხო პლანეტის შეჯახებაო. მერე ეს დრო შეცვალა 2010 წლით. ამგვარი შარლატანების დაჯერება არ შეიძლება, არც იმ ფილმს უნდა დავუჯეროთ, რომლის მიხედვით, ვითომდა, 2012 წელს მეორედ მოსვლა მოხდება, არავითარი მეორედ მოსვლა არ იქნება. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული. გლობალური დათბობა აპოკალიფსის წინაპირობაა. მეორედ მოსვლაზე ლაპარაკია საღვთო წიგნში, ამის დაჯერებაც რწმენის საკითხია. უკვე რამდენჯერ იწინასწარმეტყველეს მეორედ მოსვლა, თუმცა, სინამდვილეში როდის მოხდება, ამის განსაზღვრა შეუძლებელია.


скачать dle 11.3