კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ეკრძალებათ მათ


ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, საგამოცდო ეიფორია პიკს აღწევს. გასულ წლებთან შედარებით, წელს კონკურენცია არცთუ ისე მძაფრია – 36 421 აბიტურიენტიდან სტუდენტი 33 ათასზე მეტი ახალგაზრდა გახდება. წლევანდელი გამოცდები სიახლეებითაც იქნება გამორჩეული. ამ სიახლეებისა და აბიტურიენტთათვის საინტერესო თემების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია მიმინოშვილს გავესაუბრეთ.


– ქალბატონო მაია, როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, არის რაიმე სიახლე?

– წლევანდელ გამოცდებზე რამდენიმე სიახლეა. ამის შესახებ, ცხადია, წლის დასაწყისში ვაცნობეთ აბიტურიენტებს. 2010 წელს აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით, ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას, აქედან 3 გამოცდა ყველასთვის საერთოა, მეოთხეს კი ფაკულტეტი ირჩევს არჩევითი გამოცდების ჩამონათვალიდან.

სიახლეა ისიც, რომ 2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე.

კიდევ ერთი სიახლე ზოგადი უნარების ტესტს უკავშირდება: ტესტის თითოეულ ნაწილში 50 დავალების ნაცვლად, იქნება 40 დავალება, ხოლო ტესტებზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ.

– რომელ სპეციალობებზეა ყველაზე დიდი კონკურსი და რომელ სასწავლებლებზეა მოთხოვნა? როგორც ამბობენ, წელს ყველაზე ძვირად ღირებულ უმაღლეს სასწავლებლებზე ყველაზე დაბალი მოთხოვნა იყო.

– 2005 წლიდან მოყოლებული გამოიკვეთა ფაკულტეტები, რომლებზეც ტრადიციულად დიდი კონკურსია, ასეთი მიმართულებებია: სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და ეკონომიკა, სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები. წელსაც ამ ფაკულტეტებზე შედგა ყველაზე დიდი კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მისაღები ადგილების რაოდენობა საბაკალავრო პროგრამებზე მცირედ ჩამოუვარდება აბიტურიენტების რაოდენობას – წელს მისაღები კონტინგენტი აკადემიურ პროგრამებზე 33 ათასს აჭარბებს, აბიტურიენტი კი 36 400-ზე მეტი გვყავს.

ბუნებრივია, აბიტურიენტების არჩევანზე სწავლების საფასურიც ახდენს გავლენას. ფაკულტეტებზე, სადაც სწავლების საფასური ძალიან მაღალია, ნაკლები განაცხადია, თუმცა, არის სასწავლებლები, სადაც ტრადიციულად მაღალი კონკურსია და საკმაოდ მაღალქულიანი აბიტურიენტები ირიცხებიან – მაგალითად, თავისუფალი უნივერსიტეტი.

ზოგადად განაცხადების რაოდენობა დიდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე (მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ერთადერთი სასწავლებელი აღმოჩნდა, რომელმაც გამოიყენა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის უფლება), კონკურსია ტექნიკური უნივერსიტეტის გარკვეულ ფაკულტეტებზეც.

– ხომ არაფერი შეცვლილა გრანტებთან დაკავშირებით?! ამბობენ ყველა საგანი თანაბრად პრიორიტეტული იქნება და უნარ-ჩვევებს განსაკუთრებული უპირატესობა არ მიენიჭება.

– როგორც გითხარით, სახელმწიფო გრანტი 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე გაიცემა, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდას კვლავ ენიჭება გარკვეული უპირატესობა – ამ გამოცდის წონაა 1,5. გარდა ამისა, ყოველ არჩევით საგანზე (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია გრანტების განაწილების ახალი პრინციპის დანერგვა – 2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის 7 პროცენტი თანაბრად განაწილდება ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია – თითოეულზე 1 პროცენტი). დარჩენილი 93 პროცენტი – პროპორციულად განაწილდება კონკურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რამდენი აბიტურიენტი აირჩევს ამა თუ იმ არჩევით გამოცდას. ანუ, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), შედგება რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა; ზუსტად ასევე, ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ან ლიტერატურა და ასე შემდეგ.

ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, დაფინანსების გარეშე არ დარჩეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამ ეტაპზე, შეიძლება, ნაკლებად პრესტიჟული მიმართულებები.

– ტექნიკურად როგორ ჩატარდება გამოცდები: რამდენი დრო ექნება აბიტურიენტს, რისი შეტანა შეუძლია გამოცდაზე, რა ეკრძალება კატეგორიულად და რამდენ ხანში ეცოდინებათ აბიტურიენტებს გამოცდების პასუხები?

– წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ატარებს. პირველი გამოცდა 1 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, მთლიანად საგამოცდო პროცესი კი 23 ივლისს დასრულდება.

აბიტურიენტებს, ისევე, როგორც მაგისტრობის კანდიდატებსა და სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეებს, თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. გამოცდაზე შეუძლიათ, შეიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით, პირადი ჰიგიენის ნივთები, ცხვირსახოცი.

ბუნებრივია, გამოცდაზე აკრძალულია ხმაური, გადალაპარაკება და ნებისმიერი იმ წესის დარღვევა, რომელსაც მონაწილე წინასწარ გაეცნობა. რაც შეეხება შედეგების გამოცხადებას, ამას, ალბათ, გასწორების პროცესის დაწყების მერე უფრო ზუსტად გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი რომელიმე გამოცდის გასწორება დასრულდება, შედეგს მაშინვე ვაცნობებთ აბიტურიენტებს.

– განსხვავებული მიდგომაა თუ არა უცხოელების მიმართ, რა რაოდენობის უცხოელმა შემოიტანა წელს საბუთები, ძირითადად რა პროფესიებს ირჩევენ ისინი და უპირატესობა თუ აქვთ მათ ქართველ აბიტურიენტებთან შედარებით?

– უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობენ, მათ ზუსტად იმავე გამოცდების ჩაბარება უწევთ, რაც საქართველოს მოქალაქეებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე უცხოეთის მოქალაქეების რიცხვი, როგორც წესი, მცირეა, თუმცა, კანონი მათ აძლევს საშუალებას, გამოცდების გარეშე განაგრძონ სწავლა კანონით განსაზღვრული კვოტის ფარგლებში. ამ საკითხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია უძღვება.

– რატომ გაზარდა წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა კომპეტენციის ზღვარი სხვა სასწავლებლებთან შედარებით?

– ეს ფაქტი მეც აღვნიშნე თქვენთან საუბარში და არ დაგიმალავთ, რომ ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს ინიციატივა – ამით უნივერსიტეტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა არ არის საკმარისი, თუნდაც კონკურსი ამის შესაძლებლობას იძლეოდეს.

– ხომ არ დაემთხვევა ერთმანეთს აბიტურიენტებისა და პედაგოგების გამოცდები და, რამდენი იქნება გამსვლელი ქულა პედაგოგებისთვის?

– სესიები ისეა დაგეგმილი, რომ ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ შეუშლის. პედაგოგებისთვის გამსვლელი ქულა განსხვავებულია გამოცდების მიხედვით, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტი. მინდა, წარმატება ვუსურვო გამოცდების ყველა მონაწილეს – როგორც პედაგოგებს, ისე აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს და დავარწმუნო: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გამოცდებზე მაქსიმალურად კომფორტული და მშვიდი გარემო დახვდეთ.


скачать dle 11.3