ნატო ნიჟარაძის ახალი გადაცემა “საზოგადოებრივის„ რადიოში
25 ივნისს ცნობილ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, ნატო ნიჟარაძეს, რადიო „პირველში“, FM 104.2-ზე, „საზოგადოებრივის“ რადიოში პირველი ეთერი ჰქონდა. გადაცემა „კაფე ტუსიასთან ერთად“ ეთერში სისტემატურად გავა და, სხვა საინტერესო თემებთან ერთად, მიზნად ისახავს პრესის მიმოხილვას. პირველი გადაცემის სტუმრები იყვნენ: სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე, ვახო სანაია და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მარკეტინგის უფროსი – შოკა, რომლებმაც, მიმოიხილეს ქართულ ბეჭდვით მედიაში გავრცელებული პოლიტიკური თუ „ყვითელი“ თემები. ასე, რომ „ტუსიას კაფეში“ ძალიან ბევრი რაღაცის გაგება შეგიძლიათ.