“მის საქართველო 2010„ სტარტს იღებს
25 ივნისს „უზდეუს“ ცენტრში „იმიჯ ცენტრმა“ პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა 2010 წლის „მის საქართველოსთვის“ გოგონების შერჩევა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. 16 ივლისს კი ფინალური ქასთინგი შედგება, რომელზეც 20 ყველაზე ლამაზი გოგონა იქნება შერჩეული და სწორედ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ულამაზესი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად. კონკურსანტების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, ფინალური შოუ კი 1 აგვისტოს, ბათუმში შედგება. გამარჯვებულს პრიზად გადაეცემა ავტომობილი „დეუ მატიზი“, ხოლო ნომინაციებზე გამარჯვებულებს სპონსორების მიერ დაწესებული უამრავი პრიზი ერგებათ.