კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აძლევდა თბილისი ერთი თვის განმავლობაში თანხმობას გროზნოს ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადასვენებაზე


პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა თავის მიერვე 2008 წელს დახეული სადეპუტატო მანდატი იმ საბაბით შეაწება, რომ 2008 წლის მოწვევის პარლამენტში შესულიყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის მიზეზები გამოეძიებინა. შესაბამისად, ბ-ნი გამსახურდია კიდეც გადეპუტატდა, საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიასაც ჩაუდგა ჩათავეში და მოსკოვიც მოიარა (არათუ თენგიზ კიტოვანი, თვით იგორ გიორგაძეც კი დაკითხა, რომელსაც „ინტერპოლი“ აგერ უკვე ლამის ათეული წელია, ეძებს და ვერ უპოვია), მაგრამ ვერაფერიც ვერ დაადგინა. ჰოდა, რაკი ვერ დაადგინა, კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებაც მოითხოვა. უჩვეულოდ დამყოლმა უმრავლესობამ ოპოზიციონერად წოდებულ კოლეგას არც ამჯერად გაუცრუა მოლოდინი, ანუ, კომისიას ვადა გაუხანგრძლივა. მეორე მხრივ, თუ გამოძიების ტემპს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, ბ-ნი გამსახურდია შემდეგი მოწვევის პარლამენტშიც მოხვდეს იმავე საბაბით, რა საბაბითაც 2008 წლისაში მოხვდა. ხოლო, ვიდრე ეს მოხდება (თუ არ მოხდება), ჩვენი სტუმარია მათე ციხესაშვილი, რომელიც იჩქერიის მთავრობის წევრი და ახმეტის პრეფექტის პირველი მოადგილე იყო. ის ზვიად გამსახურდიას ნეშტის ჯიხაშკარიდან გროზნოში გადასვენებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას.


– თქვენ თუ დაგიკავშირდათ ვინმე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, მით უფრო, რომ უშუალოდ იღებდით მონაწილეობას პირველი პრეზიდენტის გადასვენების პროცესში?

– თუ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ეს ქართველი ხალხის სირცხვილია; თუ ზვიად გამსახურდია მოკლეს, ეს უკვე ორმაგი სირცხვილია ქართველი ერისა. ასე რომ, ქართველები ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავენ. არჩეულ პრეზიდენტს ერთი წელიც არ აცადეს, რომ ეპრეზიდენტა და ქვეყნიდან გააგდეს. ქართველმა ხალხმა ზვიადი გაწირა, ჩეჩენმა ერმა კი ღირსეულადაც შეიფარა და ღირსეული პატივიც სცა. როდესაც ბატონი ზვიადი თავის უზენაეს საბჭოსთან ერთად გროზნოში იყო, ჩვენ არ ვმიჯნავდით ჩეჩნეთსა და საქართველოს, ეს იყო ჩვენი საერთო კავკასია. რაც შეეხება ზვიადის გადასვენებას: ერთი თვის განმავლობაში ვითხოვდით თბილისიდან თანხმობას, რომ გადმოგვესვენებინა პრეზიდენტი. ცხონებული უკვე ერთი თვის დასაფლავებული იყო ჯიხაშკარში.

– ვინ ჩამოხვედით გროზნოდან?

– მე, ზელიმხან იანდარბიევი, გილან ახმადოვი, იანდარბიევის დაცვის ბიჭები, გვახლდა, ასევე, მერაბ კიკნაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ერთი თვის განმავლობაში იანდარბიევის კაბინეტში ვისხედით და ყოველდღე ველოდით პასუხს, როდის ჩამოვსულიყავით თბილისში პრეზიდენტის გადასასვენებლად.

– ვის უკავშირდებოდით?

– ისინი გვიკავშირდებოდნენ თვითონ – ავთო მარგიანი და მისი აპარატის ხალხი. ზუსტად ერთი თვის თავზე მოგვცეს თანხმობა. ჩვენი თვითმფრინავით ჩამოვფრინდით, სასახლეც ჩამოვიტანეთ. როდესაც ბატონი ზვიადი გროზნოში პირველად ჩამოვიდა, მემუქრებოდა გიორგი შენგელაია, ამბობდა, მაგას აქ ყურებით ჩამოვათრევთო.

– თქვენ რას გერჩოდათ?

– როდესაც თბილისი იყო ხაზზე, მე მიძახდნენ მაშინვე – დაელაპარაკე, შენი „ზემლიაკები“ არიანო. ეს ის პერიოდია, როდესაც ზვიადი ერევნიდან წამოვიდა გროზნოში. სამი დღის განმავლობაში ამიკლო გიორგი შენგელაიამ, ოღონდ, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო. მოითხოვდა, რომ არ მიგვეღო ზვიადი და მათთვის გადაგვეცა. საქართველოს გენერალური პროკურორი ამბობდა, ზვიად გამსახურდიას დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე და უნდა გადმოგვცეთო.

– მაშინ ვახტანგ რაზმაძე იყო გენერალური პროკურორი?

– როდესაც ვკითხე, თქვენი სახელი მითხარით-მეთქი, გიორგი ვარ შენგელაიაო. ისევ გადმოსვენების საკითხს დავუბრუნდეთ: თბილისის აეროპორტში დაგვხვდნენ ავთო მარგიანი, აჩიკო გოგელია, ავთანდილ იოსელიანი, ანზორ ბალუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გვარი არ ვიცი, არ უთქვამს. აეროპორტიდან მივედით კანცელარიაში, ავთო მარგიანის კაბინეტში. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა შეთანხმება, რომ ბატონი ზვიადის ნეშტს გაგვატანდნენ, მოითხოვეს, ექსპერტიზის გარეშე არ გაგატანთო. ძალიან აქტიურობდა ანზორ ბალუაშვილი – საქმე უნდა დავხურო და, სანამ არ დავხურავ, ცხედარს არ გაგატანთო. სამი დღის განმავლობაში გვალოდინეს თბილისში – იმიზეზებდნენ, ამინდი არ არისო. თან გვახლდა ვილნიუსელი პილოტი, ჯოხართან ერთად სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და მისი მეგობარი იყო. ის ამბობდა, ნებისმიერ ამინდში დავსვამ თვითმფრინავს, თქვენ, უბრალოდ, აფრენის ნება მომეცითო. მესამე დღეს, როგორც იქნა, გავფრინდით თბილისის აეროპორტიდან. მთავრობის გასასვლელიდან გავედით და იქ დავინახე ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც თან ახლდა ორი ქალბატონი, მათი გვარები არ ვიცი. მივედი ბატონ ვახტანგთან და მოვიკითხე. ძალიან გაუხარდა, გავახსენე თავი და ვუთხარი, რატომაც ვიყავით ჩამოსულები. მითხრა, ესენი არ გაგატანენ ცხედარს, თქვენ არ იცით, აქ რა ხდებაო. მე ვუთხარი, ბატონო ვახტანგ, ნუ გეშინიათ, მაგაზე პასუხს ჩვენ ვაგებთ-მეთქი. სენაკში ჩვენი თვითმფრინავით ჩავფრინდით, ისინი თავიანთი თვითმფრინავით გამოფრინდნენ.

– სენაკის სამხედრო აეროდრომზე დაფრინდით?

– დიახ, თუმცა, ჩვენი თვითმფრინავი სამოქალაქო იყო. იქ დაგვხვდა ვერტმფრენი და იმით გადავფრინდით ჯიხაშკარში. პირდაპირ ზარანდიების სახლის წინ დაჯდა ვერტმფრენი. თან გვახლდა რობიზონ მარგველანი. სარდაფში იყო დაკრძალული ბატონი ზვიადი, თივა ეყარა მის საფლავს – ამას ყველაფერს ტელევიზია იღებდა.

– თქვენს მისვლამდე არ იყო გახსნილი საფლავი?

– არა. საშინელი თოვლ-ჭყაპი იყო, სასახლე ამოვასვენეთ და გარეთ გამოვიტანეთ.

– ვინ იყო ზარანდიების ეზოში იმ დროს თქვენთან ერთად?

– ავთო იოსელიანი, აჩიკო გოგელია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, ანზორ ბალუაშვილი და შევარდნაძის რწმუნებული, რომელმაც მითხრა, გვარად მეტრეველი ვარო. მთავრობიდან მეტი არავინ ყოფილა. ბალუაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, სასახლეს უნდა ავხადოთ და ნეშტს დავხედოთო, თუმცა, თბილისში ჩამოსვლამდე იმაზეც ვიყავით შეთანხმებული, რომ სასახლეს თავს არ ავხდიდით და იმაზეც, რომ ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა. ავხადეთ სასახლეს თავი, თქვეს, ის არისო და მაშინვე დავხურეთ. ჰაერი რომ მოხვდა ნეშტს, მაშინვე ხრწნა დაიწყო. გროზნოში რომ ჩავასვენეთ, ვეღარ აღვადგინეთ სახე. იქვე იდგნენ ოჯახის უფროსი ზარანდია და ვიღაც მოხუცი ქალი. ამ მოხუცმა ქალმა მითხრა ზარანდიაზე, ამ ბეჩავს, თქვენ რომ წახვალთ, ესენი მოკლავენ და თქვენს უფროსს უთხარი, რომ ხელი არ ახლონო. ცხონებულ ზვიადზე კი თქვა, ამ უბედურს მიწაშიც არ ასვენებდნენო. როგორ არ ასვენებდნენ-მეთქი? სადაც კი ახალი საფლავები ნახეს, თხრიდნენ და ეძებდნენ ამ უბედურსო. ბებო, რამდენი საფლავი გაითხარა-მეთქი? მე ვიცი, რომ ოცდაორიო. ზუსტი ციფრი მინდა-მეთქი. მაშინ, დაუძახა ვიღაც ქალს, მეგრულად დაელაპარაკა და შემდეგ მე მომიბრუნდა – ხალხი ლაპარაკობს, 37-38 საფლავი გაითხარაო. ამის შემდეგ იქ მყოფმა ხუთმა კაცმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, ჩვენ თვალწინ მადლობა გადაუხადეს ზარანდიას – კაცური კაცი ყოფილხარ, თითს არავინ დაგადებსო და, წარმოიდგინეთ, ბატონი ზვიადი გროზნოში დასაფლავებულიც არ იყო, როდესაც იქ ჩამოვიდა ზარანდიას ბიჭი და გვითხრა, რომ იმ საღამოსვე აუყვანიათ მამამისი. თანაც, იანდარბიევმა ჯიხაშკარში ხუთივე კაცისგან აიღო სიტყვა, რომ ხელს არ ახლებდნენ ზარანდიას და ხუთივემ გატეხა სიტყვა.

– ჩვენთან, სამწუხაროდ, აღარ მიაჩნიათ სიტყვის გატეხა არაფრად.

– ვერტმფრენზე დავასვენეთ ბატონი ზვიადის ნეშტი და ჩავფრინდით სენაკის აეროდრომზე. როდესაც ვერტმფრენიდან გადმოვედით, ალყაში მოგვაქციეს. ავთო მარგიანს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. არ ვიციო. ვინ არის უფროსი-მეთქი?! ვერტმფრენიანად ალყაში ვიყავით. მაინც გადმოვიტანეთ სასახლე და ისევ მოითხოვეს ჩვენგან – უნდა გავხსნათო. ამ დროს მოვიდა ცხონებული გურამ შარაძე და მითხრა, ესენი დროს წელავენ. როდესაც დაღამდება, ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ და უთხარი ზელიმხანს, „მიაწვეს“, რომ დაღამებამდე გაფრინდეთო.

– გურამ შარაძე საიდან გაჩნდა სენაკის აეროდრომზე?

– არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა, ჯიხაშკარში არ ყოფილა ჩვენთან ერთად, მაგრამ სენაკის აეროდრომზე უკვე იყო. იანდარბიევმა ყვირილი დაუწყო მარგიანს. მარგიანმა კი თქვა, ეს ხალხი მე არ მემორჩილება, რა ვქნაო – და წავიდა, თან, დაიძახა, ის ხალხი მოიყვანეთო. „ხალხში“, თურმე ვახტანგ ბოჭორიშვილი და ის ორი ქალბატონი იგულისხმა, რომლებიც თბილისის აეროპორტში ვნახე. ზუსტად მახსოვს, მწვანე ფერის „ჟიგულით“ მოიყვანეს ვახტანგ ბოჭორიშვილი და ის ორი ქალბატონი. ისევ დაიჟინეს, გინდა თუ არა, სასახლე უნდა გაიხსნასო. მე გავაფრთხილე ჩვენი დაცვა, თუ აქ რაიმე პროვოკაცია მოხდება, მზად იყავით, რადგან სხვა გზა არ გვაქვს-მეთქი.

– იარაღი გქონდათ?

– რა თქმა უნდა! ჩვენი იარაღი ჩვენს თვითმფრინავში იყო. არადა, ნეშტს თუ არ ჩავიტანდით გროზნოში, ჯოხართან ვერ ჩავიდოდით, მით უფრო, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილი და ის ორი ქალბატონი დადგნენ სასახლესთან, რომ ბატონი ზვიადი ამოეცნოთ. მოვითხოვეთ, რომ სურათები არ გადაეღოთ. დაგვთანხმდნენ ამაზე, მაგრამ, როგორც კი სასახლის ახდა დავიწყეთ, მაშინვე მოცვივდნენ კორესპონდენტები, სამხედროები და აირია ყველაფერი. მათაც თქვეს, ეს ბატონი ზვიადიაო და დავხურეთ მაშინვე სასახლე. ზელიმხანმა უთხრა, გადავიტანოთ ჩვენს თვითმფრინავზე ნეშტი და გავფრინდეთო. ზელიმხანი ისე ავიდა ჩვენს თვითმფრინავში, არც დამშვიდობებია არავის. თვითმფრინავში რომ ავედით, მე მითხრა, შენ დაემშვიდობე, მაინც ამათიანი ხარო. აი, ასე გადავფრინდით ისევ გროზნოში სენაკიდან.

– თქვენ საიდან შეიტყვეთ, სად იყო დასაფლავებული ზვიად გამსახურდია? იმ ადამიანებმა, რომლებიც თბილისის აეროპორტში დაგხვდნენ, არ იცოდნენ საფლავის ადგილმდებარეობა?

– მგონი, მათ არც იცოდნენ, სანამ ჩვენ არ ჩამოვფრინდებოდით, სად იყო დასაფლავებული ბატონი ზვიადი. სამჯერ დაარტყმევინა წრე იმ სოფლისთვის რობიზონმა ვერტმფრენს, მითხრა, ამას სპეციალურად ვაკეთებო და პირდაპირ სახლის წინ დააჯენინა.

– ანუ თქვენ საფლავთან რობიზონ მარგველანმა მიგიყვანათ?

– დიახ. თუ ჩვენს ჩამოსვლამდე იცოდნენ საფლავის ადგილმდებარეობა, რატომ თხრიდნენ საფლავებს?!

– რატომ მოითხოვდით, რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებოდა?

– ოჯახის სურვილი იყო, რომ არ ჩატარებულიყო ექსპერტიზა.

– ფოტოგადაღების წინააღმდეგი რატომ იყავით?

– ჩვენ ვასრულებდით დავალებას. სახელმწიფო დონეზე იყო დაყენებული ეს საკითხი. დავალებას, თან წინასწარ მოლაპარაკებულს, თუ არ შეასრულებდი, ჯოხართან ვერ მიხვიდოდი, დაგიწყებდა ყვირილს, გამოგლანძღავდა – რაღაც დაგავალეთ და ამასაც ვერ ასრულებთო. ჯოხართან ცოტა რთული იყო ურთიერთობა, თუ დავალებას არ შეასრულებდი. ჩავედით გროზნოში, დაგვხვდნენ მთავრობის წევრები. ვიღაცამ მითხრა – მათე, სპირტი გვინდა, რომ გავწმინდოთ მიცვალებულიო. მინისტრმა თავისი ხელით მოიტანა სპირტი და ნეშტი საავადმყოფოში გადაასვენეს. მარხვის თვე იყო, ყველანი ვიცავდით მარხვას. ამიტომ, ცოტა წავილუკმეთ და შემდეგ ისევ საავადმყოფოში მივედით, სადაც ზვიადი იყო დასვენებული. ერთი წერტილი ეტყობოდა თავზე, მარჯვენა მხრიდან, მაგრამ, ორჯერ რომ ავხადეთ თავი სასახლეს, ძალიან სწრაფად დაიწყო ხრწნა სხეულმა, მაშინვე საშინლად გალურჯდა. როგორც გითხარით, სახე მაინც ვერ აღვუდგინეთ.

– თქვენც არ შეგიძლიათ იმის თქმა, მკვლელობა იყო თვითმკვლელობა?

– ხომ გითხარით, თუ თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, ეს ქართველი ხალხის სირცხვილია და, თუ ესროლეს, ორმაგი სირცხვილია-მეთქი.

– როგორ ფიქრობთ, დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს, შეძლებს რაიმეს დადგენას?

– მე არ ვიცი, რატომ შეიქმნა ის კომისია, მაგრამ, ყველას აქვს თავისი დასკვნის გაკეთების უფლება. ჩემი აზრით, კომისია ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. ის იმიტომ შეიქმნა, რომ კოკოს ეთქვა, კანონიერ და არაკანონიერ ხელისუფლებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოაო. არანაირი სხვა დანიშნულება ამ კომისიას არ აქვს. მიდის კიტოვანთან, გიორგაძესთან, შეკითხვებს უგზავნის შევარდნაძეს. ვინ არის კიტოვანი? რომელმაც მამამისი მოკლა! ვინ არის გიორგაძე? რომელიც მამამისს დასდევდა! ვინ არის შევარდნაძე? რომელმაც საქართველოში პუტჩი მოახდინა! ვისთან მიდის?! სად იყო კოკო მაშინ, როდესაც ჩვენ ზვიადის გამო ვიბრძოდით?! მამამისი რისთვის დაეცა? იმისთვის, რომ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება აღმდგარიყო! ძალიან ახლოს ვიყავი ზვიადთან. საწყალი ჯოხარი იტყოდა ხოლმე, ზვიადი ჩემი უფროსი მასწავლებელი არისო. დრო იყო, როდესაც კავკასიაში ორი გენიალური ადამიანი მოვიდა და ეს ორი ადამიანი ვერ შევინახეთ კავკასიელებმა.


скачать dle 11.3