კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის შეერთებული შტატების რომელი პრეზიდენტი დასნეულდა სასიკვდილოდ ინაუგურაციის დღეს და რომელ ავადმყოფობას მალავდა საზოგადოებისგან ფრანკლინ რუზველტი


მსოფლიო ლიდერები რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამაზე არავინ დავობს. ამიტომ არც ისინი არიან 100 პროცენტით დაზღვეულნი ავადმყოფობებისგან, ისევე როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი. დღევანდელ საინტერესო ფაქტებში შემოგთავაზებთ ზესახელმწიფოდ წოდებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ავადმყოფობების შესახებ, რომელთა უმეტესობა უცნობია საზოგადოებისთვის.

ჯორჯ ვაშინგტონი – ამერიკის პირველი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამაარსებელი. მას კბილების პრობლემა აწუხებდა. ჯორჯმა 22 წლის ასაკში დაკარგა პირველი კბილი, ხოლო პრეზიდენტობის პერიოდში მას მხოლოდ ერთი საკუთარი კბილი ჰქონდა დარჩენილი. ვაშინგტონს რამდენიმე პროთეზი ჰქონდა – სპილოს და ბეჰემოთის ძვლისგან, ოქროს და კალისგან. ასევე ადამიანებისა და ცხოველების, მათ შორის ვირისა და ცხენის კბილებისგან გაკეთებული. არსებობს ვერსია, რომ ვაშინგტონის ერთი პროთეზი ხისგან იყო დამზადებული და მას პირველი პრეზიდენტი თხილის ჭამის დროს იყენებდა. გარდა სტომატოლოგიური პრობლემებისა ვაშინგტონს პერიოდულად პნევმონია და ჩირქოვანი ანთება სჭირდა.

უილიამ ჰენრი ჰარისონი – ამერიკის შეერთებული შტატების მეცხრე პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო კაბინეტში თვეზე ნაკლები დაჰყო. იგი პირველი მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელიც სამუშაო პერიოდში გარდაიცვალა. ჰარისონი 1841 წლის 4 აპრილს ნაღვლის პლევრიტს ემსხვერპლა. გარდა ამისა, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტს ფილტვების ანთება, ღვიძლის ჰადიდება და გონების არევა დაუფიქსირდა. ყველა გართულება და თვით სიკვდილიც კი ჩვეულებრივმა გაციებამ გამოიწვია. ზოგი ამბობს, რომ ჰარისონი წვიმაში სეირნობისას გაცივდა, მეორე ვერსიით კი – ხანგრძლივი საინაუგურაციო ცერემონიალის დროს, როცა წვიმასა და ქარში ორსაათიანი სიტყვით გამოვიდა. საინტერესოა, რომ უილიამის შვილიშვილი, ბენჯამინ ჰარისონიც აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად და მისი ინაუგურაციის დროსაც წვიმდა და ძლიერი ქარი ქროდა. თუმცა, ბაბუისგან განსხვავებით, ჰარისონ-უმცროსი ქოლგის ქვეშ იდგა.

ზაქარი ტეილორი – ამერიკის შეერთებული შტატების მეთორმეტე პრეზიდენტი არ უჩიოდა ჯანმრთელობას და ამ სიაში მხოლოდ, იმის გამო მოხვდა, რომ მისი სიკვდილი დღემდე გამოცანად რჩება ამერიკის ისტორიაში. ტეილორის სიკვდილი მწვავე გასტროენტერიტმა გამოიწვია, რაც იმას მოჰყვა, რომ პრეზიდენტმა რძე ყინულთან და ალუბალთან ერთად დალია. ეს 1850 წელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს მოხდა. არსებობდა ვერსია, რომ ტეილორი თაგვის წამლით იყო მოწამლული. თუმცა, გვამის ეგსჰუმაციამ და შემდგომმა ექსპერტიზამ ეს ვარაუდი უარყო.

აბრაამ ლინკოლნი – ყველამ იცის რომ, ამერიკელი ხალხის უსაყვარლესი პრეზიდენტი მოკლეს. თუმცა, ამ სიაში ის თავისი უცნაური დაავადებების გამო მოხვდა. მეცნიერები დღემდე კამათობენ მისი ავადმყოფობის ბუნებაზე. გავრცელებული ვერსიით ლინკოლნს გენეტიკური დაავადება ჰქონდა, რომელიც მის ნერვულ სისტემაზე მოქმედებდა და ქსოვილებს არ აძლევდა შეკუმშვისა და ნორმალურად მოძრაობის საშუალებას. მისი ცნობილი სიგამხდრე და სიმაღლე ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი იყო.

ჩესტერ არტური – პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადის განმავლობაში იყო, მაგრამ ეს პერიოდი უმძიმესი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. არტური ბრაიტოვის დაავადებით იყო ავად (თირკმელების ორმხრივი დიფუზიური ანთება), რომლის სიმპტომებია: ქოშინი, გასივება, სუნთქვის შეკვრა, პირღებინება და ხშირი სიცხიანობა. ჩესტერ არტური 57 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.

უილიამ ტაფტი – პრეზიდენტის რანგში გატარებული წლები მისთვის მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, იმის გამო არა, რომ არცთუ საუკეთესო პრეზიდენტი იყო. ამის მიზეზი მისი ჭარბი წონა და მრავალი დაავადება გახლდათ. 140-კილოგრამიან ტაფტს თავისივე სისქის სამედიცინო ბარათი ჰქონდა, სადაც მისი ყველა დაავადება იყო აღწერილი. მისი ავადმყოფობებიდან კი ისტორიკოსებს ჰიპერსომნიის (გადამეტებული ძილიანობა) აღნიშვნა უყვართ. პრეზიდენტს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესშიც კი შეეძლო უნებლიედ დასძინებოდა.

ვუდრო ვილსონი – ამერიკის პრეზიდენტი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაკისრებულ მოვალეობას ჩინებულად ასრულებდა და მყარი ჯანმრთელობითაც გამოირჩეოდა. თუმცა, ეს იყო 1919 წლამდე, სანამ ინსულტი დაემართებოდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვილსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებული იყო ამერიკელი ხალხისთვის. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არავის გაუგია, რომ ვილსონს ინსულტის შედეგად მარცხენა მხარე წართმეული ჰქონდა, ხოლო მარცხენა თვალით ბრმა იყო. ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ ვილსონის ავადმყოფობის პერიოდში ქვეყანას მისი მეუღლე, პირველი ლედი ედიტ ვილსონი მართავდა.

ფრანკლინ რუზველტი – პრეზიდენტი, რომელმაც წარმატებულად მოახერხა თავისი სნეულების დამალვა. რუზველტის ავადმყოფობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. პოლიომელიტით დაავადებული რუზველტი მსოფლიოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში – მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუზველტს ყველაზე მეტად ფეხზე დგომა უჭირდა და დროის უმეტეს ნაწილს ინვალიდის ეტლში ატარებდა.

ჯონ კენედი – ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდული იმიჯის მქონე ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტი ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა. კენედის გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა ხერხემალში, ომში მიღებული ჭრილობების გამო. მას ასევე ადისონის დაავადებაც სჭირდა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ქრონიკული უკმარისობის გამო კენედი დღეში რამდენჯერმე სვამდა ტკივილგამაყუჩებლებს, ხოლო პრესკონფერენციების ან მნიშვნელოვანი სტუმრების მიღების დროს სპეციალურ, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს უკეთებდნენ.

რონალდ რეიგანი – ალცჰეიმერის დაავადებამ მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში იჩინა თავი. თუმცა, რეიგანი ამ დაავადებას დიდი ხანი მალავდა. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი დემენციას ანუ გონებრივი შესაძლებლობების შემცირებასაც განიცდიდა. საერთოდ, მისი ავადმყოფობების შესახებ ერთი სქელტანიანი წიგნი დაიწერებოდა.


скачать dle 11.3