კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავმა სიცხეს ვერ გაუძლო

თვითმფრინავმა ტუ-134-მა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ზაპოროჟიედან კიევში უნდა გადაეყვანა, ვერ მოახერხა აფრენა. ზაპოროჟიეს აეროპორტის თანამშრომლების თქმით, თვითმფრინავის ძრავა არ დაიქოქა, რაც ძლიერი სიცხით იყო გამოწვეული. იმ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა ზაპოროჟიეში 34 გრადუსს აჭარბებდა. უკრაინის მთავრობის ავიაპარკი საკმაოდ მოძველებული თვითმფრინავებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი საფრენი აპარატებით სარგებლობს და ამის გამო, ახლახან უკრაინამ ახალი ტიპის აერობუსი – ეირბუს ა-319-115Xcj შეიძინა. მისი ფასი 86 მილიონი ამერიკული დოლარია და მხოლოდ იანუკოვიჩის საგარეო ვიზიტების დროს გამოიყენება.

პუტინი ჰოკეის კლუბისთვის სპონსორის ძიებას იწყებს

რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ მხარეში – ვიქტორ იშაევმა ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. წერილში იშაევი პუტინს დახმარებას სთხოვს, ხაბაროვსკის ჰოკეის კლუბისთვის „ამურისთვის“ სპონსორის მოძებნაში. პრეზიდენტის წარმომადგენელმა წერილს სავარაუდო სპონსორების სია დაურთო და სწორედ ამ კომპანიებთან ლობირებას სთხოვს ის პუტინს. სიაში ფიგურირებს: „გაზპრომი“, „მეჩელი“, „პოლიმეტალი“, „როსნეფტი“, „ვითიბი ბანკი“ და სხვა. კლუბის შენახვა ყოველწლიურად 710 მილიონ რუბლამდე ჯდება და სწორედ ამ თანხის მიღებას ვარაუდობენ ჰოკეის კლუბის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, პუტინის დახმარებით.

ამანის ერთ-ერთ ქუჩას ნურსულთან ნაზარბაევის სახელი ეწოდა

იორდანიის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სახელი ეწოდა. ამის შესახებ ამანის მერმა ომარ მაანიმ განაცხადა, რომ ეს კეთილი ჟესტი უფრო დააახლოებს ორ მოძმე რესპუბლიკას. ამიერიდან ნაზარბაევის სახელი ამანის აღმოსავლეთით მდებარე სამკილომეტრიან ქუჩას ეწოდება. შეგახსენებთ, რომ მალე თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის განკარგულებით, ანკარაში ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი დაიდგმება, რომელიც ასევე მოძმე ქვეყნების მეგობრობის გამომხატველი ფაქტორი იქნება.

ანჯელინა ჯოლის მამამ ბარაკ ობამას პრეტენზიები წაუყენა

ამერიკელმა მსახიობმა, „ოსკარის“ ლაურეატმა და ანჯელინა ჯოლის მამამ ჯონ ვოიტმა ღია წერილი გაუგზავნა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, სადაც მკაცრად გააკრიტიკა მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსი. მსახიობი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ღიად უჭერდა მხარს ჯონ მაკქეინს, ბარაკ ობამას ებრაელი ხალხის მიმართ ღალატში სდებს ბრალს. მისი თქმით, ბარაკ ობამა მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის მხარდამჭერია და ისრაელის სახელმწიფოსგან მტრის ხატის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. ვოიტის მტკიცებით, ობამას პოლიტიკა ანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ის ვარაუდობს, რომ ქვეყანას გაუჭირდება ფეხზე დადგომა მისი პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგაც. თეთრი სახლიდან ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენმა

ინტერნეტმეკობრეებს შეუტია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ინტერნეტმეკობრეობა წმინდა წყლის ყაჩაღობაა. მისი თქმით, ინტერნეტის საშუალებით ლიცენზირებული პროდუქციის უკანონოდ გავრცელება იგივეა, რაც მაღაზიის ვიტრინის გატეხვა და საქონლის მოპარვა. გარდა ამისა, ბაიდენმა დაამატა, რომ ინტერნეტმეკობრეობის გამო ამერიკის ბიუჯეტი მილიარდობით დოლარით ზარალდება. ვიცე-პრეზიდენტი დაჰპირდა მეკობრეობით დაზარალებულ საზოგადოებას, რომ ამერიკა გაზრდის ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც „პირატული“ ვებ-სერვერებია განთავსებული, რათა სამუდამოდ აიკრძალოს ინტერნეტმეკობრეობა.


скачать dle 11.3