კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არამკითხე მოამბეები


ჰუმანიტარულ მარაქაში

თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ამ ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. უფრო ზუსტად, ეს ჩვენი ფარმაცევტული და თითქოსდა ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები ისე შეხმატკბილებულად მუშაობენ, რომ ფასდაკლებების აქციებსაც კი ერთმანეთის პარალელურად ატარებენ (აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მედიკამენტების „ოპტომ“ შეძენისკენ მოუწოდებენ ჩვენს ღარიბ მომხმარებელს წამლების იაფად ხელში ჩასაგდებად). ისიც უცნობია, რა პრინციპით აწესებენ ფასებს მედიკამენტებზე. ერთი სიტყვით, დიდი აურზაურია. ამის მიუხედავადაც, ჩვენც გავერიეთ მსოფლიო ჰუმანიტარულ მარაქაში და ყირგიზეთში (სადაც „ძაღლი“ მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ცნობს „პატრონს“) მედიკამენტების მოზრდილი პარტიაც გაგზავნა. თუმცა ხეირიანად თავის მოწონებაც ვერ მოასწრო, რომ ფეშქაში დაუწუნეს. კერძოდ, ყირგიზეთის ელმედიამ ყირგიზეთისვე შესაბამისი სამსახურის ინფორმაცია გაავრცელა, რომ მედიკამენტების 70 პროცენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ვადაგასული ყოფილა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ოდენ სააგენტოების მეშვეობით შემოგვითვალა, რომ მედიკამენტების ვარგისიანობა სრულ წესრიგში იყო, თუმცა, ვინმე ცოცხალ მეჯანდაცვეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ბუნებრივია, ჩვენ იოტისოდენადაც არ გვეპარება ეჭვი, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო თავს არ შეირცხვენდა და მთლად ვადაგასულ მედიკამენტებსაც არ გაგზავნიდა ჰუმანიტარული მიზნით, მაგრამ, ამ ფაქტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აჯობებდა თავის კანში დატეულიყო და, თუ მაინცდამაინც ხელები ექავებოდა, მედიკამენტები ადგილზე დაერიგებინა: ჯერ ერთი, გაჭირვებულიც თავზე საყრელი გვყავს; მეორეც, ვარგისიანობასაც არვინ შეამოწმებდა და, რაც მთავარია, ვადაგასულიც რომ ყოფილიყო, ჩვენ ისეთი გამძლე ჯიშისანი ვართ, კუჭიც არ აგვეშლებოდა!


скачать dle 11.3