კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა მორწყათ კარიკა და როგორ მოქმედებს ნეფროლეპისზე ფოთლების სიმშრალე


„ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ მოვუაროთ ამ სეზონზე კარიკასა და ნეფროლეპისს. თუ როდის სცვივათ მათ ფოთლები, როგორ მოვრწყათ და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა კარიკა?

– კარიკა ულამაზესი და უნიკალური მცენარეა. არსებობს მისი ამყოლი და ხის ტანის სახეობები. მცენარე შეიძლება ძალიან მაღალიც გაიზარდოს და სიმაღლესთან ერთად მას უვითარდება ეფექტური ფოთლები.

– როგორც ვიცი, ამ მცენარეს ნაყოფიც აქვს...

– დიახ, მისი ნაყოფი ნესვს წააგავს და საჭმელად ვარგისია. ის გამოიყენება სხვადასხვა ინგრედიენტად და ძალიან გემრიელია.

– როგორი პირობები უნდა შევუქმნათ მცენარეს, რომ კარგად გაიხაროს?

– ეს მცენარე სითბოს მოყვარულია. ზაფხულის ცხელი დღეები მას არ ვნებს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უკეთესია კარიკას გასახარებლად. რაც შეეხება ზამთარს, ამ სეზონზეც მცენარეს კარგი სითბო სჭირდება. სასურველია, თუ ტემპერატურა 25-28 გრადუსი იქნება.

– რა დაემართება მცენარეს დაბალ ტემპერატურაზე?

– დაბალ ტემპერატურაზე კარიკას ფოთლები დასცვივდება და დაიწყებს კვდომას. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ ამ მცენარის გახარებას, აუცილებლად, უპირველესად, ტემპერატურა უნდა გაითვალისწინოთ.

– რამდენად ხშირად უნდა მოვრწყათ კარიკა?

– ახლა შეგიძლიათ ხშირ-ხშირად მორწყათ. შეუმოწმეთ ნიადაგი და თუ მშრალი აქვს, აუცილებლად მორწყეთ. საერთოდ, ზაფხულში მიწა მალე შრება და ამიტომ მცენარეს ხშირ-ხშირად დასჭირდება მორწყვა. ზამთარში მისთვის კვირაში ორჯერ წყლის მიწოდება საკმარისია. მას უყვარს ფოთლების დანამვაც და ეცადეთ, ზაფხულში ინტენსიურად ჩაუტაროთ ეს პროცედურა.

– როგორ გავამრავლოთ კარიკა?

– ეს მცენარე მრავლდება თესლით, რომელიც ამოდის დათესვიდან ერთ თვეში. იმდენად უსუსურია ამონაყარი, რომ შეიძლება, უხეში შეხებით დაზიანდეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად მოეპყარით ახლად ამოსულ კარიკას.

– რამდენ ხანში უნდა ველოდოთ მის ყვავილს?

– მცენარე ყვავილობს აღმოცენებიდან ოთხი წლის შემდეგ. ის უხვად მოყვავილეა და ყვავილობის შემდეგ ნაყოფსაც გამოიღებს. გაითვალისწინეთ, ერთი რამ: ყვავილებისა და ყვავილედების კარგად დამტვერვისთვის, აუცილებელია, მისი გარეთ გატანა, რომ მწერებიდან მოხდეს დამტვერვა. თუ ბინაში უკვე გაქვთ კარიკა, შეგიძლიათ, ახლავე გაიტანოთ აივანზე.

– როგორ ხარობს კარიკა ოთახის პირობებში და რა მოქმედებს მასზე უარყოფითად?

– ეს მცენარე ტროპიკულია. სათანადო პირობების შექმნისას, ის მშვენივრად გაიხარებს ოთახში, თუმცა ნაყოფიერება რთული იქნება. ეს მცენარე ვერ იტანს ხშირ გადარგვას, ამიტომ უმჯობესია, კარიკა თავიდანვე მოზრდილ ქოთანში ჩარგოთ. ხშირი გადარგვის პირობებში მცენარე ვეღარ გაიხარებს.

– და მაინც, რატომ უნდა გავახაროთ კარიკა?

– გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და ეფექტურია, მას სამკურნალო და დიეტური დანიშნულებაც აქვს. მისი ნაყოფი შეიცავს 25 პროცენტ შაქარს, 5 პროცენტ ცხიმს, რკინასა და დიდი რაოდენობით ვიტამინებს. ეს ყველაფერი კი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი თქვენგანისთვის. ამ მცენარეს, ასევე, იყენებენ მედიცინაშიც.

– რას გვეტყვით ნეფროლეპისის შესახებ?

– ნეფროლეპისი ოთახის მცენარეა, ის ბინაში გრილსა და ფაქიზ გარემოს ქმნის. მისი ქოთნიდან გადმოსული ფოთლები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და მწვანე შადრევანს მოგაგონებთ.

– როგორ ადგილას უნდა დავდგათ ნეფროლეპისი?

– ეს მცენარე შუადღის მზეს უნდა მოარიდოთ, მაგრამ ისეთ ადგილას დადგით, სადაც სინათლე არ მოაკლდება. ბინაში შეგიძლიათ გააჩეროთ სააბაზანოში ან სამზარეულოში.

– რაც შეეხება წლის განმავლობაში ტემპერატურას?

– ნეფროლეპისისთვის ოთახის პირობებში ნორმალურია 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსია.

– ხშირად სჭირდება წყლის დასხმა და როდის მივაწოდოთ მას დამატებითი საკვები?

– მცენარის მოსარწყავად და ფოთლების დასანამად რბილი წყალი გამოიყენეთ. ზაფხულში მას ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ, ეცადეთ, ახლა ხშირად მორწყათ. თუ მცენარეს წყალი მოაკლდება, ფესვების სიმშრალე სწრაფად გაუყავისფრებს ფოთლის წვეროებს. ასეთ შემთხვევაში მალევე მოაცილეთ გაყავისფრებული ტოტები, რომ მცენარეს მოვლილი იერი ჰქონდეს. თბილ გარემოში ნეფროლეპისი ზამთარშიც იზრდება. ამიტომ, ხშირად შეამოწმეთ და თუ საჭიროა, მორწყეთ კიდეც. მისი ნიადაგის განოყიერება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში. ამ დროს მიაწოდეთ მცენარეს გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი. ეს მცენარე დამატებით პირობებს არ ითხოვს და ასეთ გარემოში თავს მშვენივრად იგრძნობს.


скачать dle 11.3