კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბუასილი მარტივად იკურნება



მწვავე ტკივილი, სისხლდენა, წვა, ქავილი – ეს ის მძიმე და რთული სიმპტომებია, რომელიც ბუასილით დაავადებულ ადამიანთა ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ბუასილი იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მასობრივი გახდა, თუმცა ადამიანები ამ დაავადებაზე საუბარს, პრობლემის დელიკატურობიდან გამომდინარე, თავს არიდებენ. ზოგს ჰგონია, რომ ამ საკმაოდ მძიმე დაავადებისგან განკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შედეგად არის შესაძლებელი, თუმცა ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება, უფრო მეტიც, ამ დაავადებას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და თუ ეს მიზეზები არ აღმოიფხვრა, ქირურგიული ჩარევა სრულიად უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.



ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს ექიმ მანანა ალექსიშვილს, რომელიც საბურთალოზე, „ალექსიშვილის კლინიკაში“ მოღვაწეობს. იმავე კლინიკაში მუშაობს მისი შვილიც, რომელიც, დედის ხელმძღვანელობითა და თანადგომით, ბუასილთან დაკავშირებულ დელიკატურ პრობლემას საგვარეულო მეთოდით აგვარებს. დედა-შვილის მეთოდი მართლაც რომ, უნიკალურია. მკურნალობა ხდება საგვარეულო (სერტიფიცირებული) მალამოებითა და მცენარეული საშუალებებით, ეფექტი მინიმალურ ვადებში ჩანს – ადამიანები ექიმების დახმარებით რამდენიმე დღეში თავისუფლდებიან აუტანელი ტკივილისგან და თავიდან იცილებენ ქირურგის დანას.

ბუასილის მკურნალობის ამ საგვარეულო მეთოდითა და უნიკალური რეცეპტით პაციენტებს ორ-სამ დღეში ეხსნებათ მწვავე ტკივილი, წყდება სისხლდენა, ქრება წვა, ქავილი და მალევე იწყება ჰემოროიდული კვანძების დაპატარავება. ამასთან, ხდება ბუასილის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაც, რაც, უმეტეს შემთხვევაში, კუჭის არასწორი მოქმედება, ყაბზობა, ფაღარათი, დისბაქტერიოზი შეიძლება იყოს. „ალექსიშვილის კლინიკაში“ პაციენტები შვებას პირველივე დღეებში გრძნობენ, მაგრამ მკურნალობის სრულყოფილი კურსი ექიმების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ბატონი სანდრო ა-ძე (კერძო ბიზნესი, 45 წლის. თბილისი):

– ცოტა მერიდება ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ... კუჭის სიმაგრეს ბავშვობიდან ვუჩიოდი. მოზრდილ ასაკში კი „სენადე“ ჩემი ჯიბის წამლად იქცა. 2006 წელს გავიკეთე ოპერაცია, რამაც დამიტოვა ქრონიკული ტკივილები. ორჯერ მივაკითხე ქირურგს, მითხრა, გაგივლისო, მაგრამ... მე თვითონ ვხვდებოდი, რომ, სანამ შეკრულობა არ მოიხსნებოდა, ეს მოურჩენელი პრობლემა იქნებოდა. ბოლო თვეებში კი მდგომარეობა დამიმძიმდა და თავდაპირველი ჩივილების შემდეგ გაჩნდა კვანძები, სისხლდენა, წვა, ტკივილი... და ეს შეკრულობა. აქ ახლობელმა მომიყვანა და მეორე ოპერაციას გადავრჩი. მწვავე ტკივილი ორ დღეში მომეხსნა. ერთი კურსის შემდეგ კი კუჭის მოქმედებაც მოწესრიგდა. ორი კურსის შემდეგ აღარაფერი მაწუხებს. უღრმესი მადლობა ქალბატონ მანანას და ბატონ სოსოს გაწეული დახმარებისთვის.

ქალბატონი დარეჯან ხ-შვილი (54 წლის, თბილისი, თსუ-ს ლექტორი):

– აქ ისეთი ტკივილებით მომიყვანეს, სკამზე ვერ ვჯდებოდი. ვფიქრობდი, მოურჩენელი საშინელება მჭირს-მეთქი. პირველად, პროქტოლოგმა რომ გამსინჯა, ცოტა დავმშვიდდი – მწვავე ბუასილიაო, დამინიშნა მკურნალობა და მითხრა, თუ არ გიშველა, საოპერაციოდ მოდიო. იმ მკურნალობით შედეგი ვერ მივიღე. აქ ამიტომაც ვარ. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე უმოკლეს ვადებში. ქალბატონმა მანანამ პირველივე მოსვლაზე კუნთში რაღაც ნემსი გამიკეთა და მწვავე ტკივილი იმ საღამოსვე გაქრა, რამდენიმე საათში. ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ და მინდა, ეს სხვებმაც გაიგონ. ღმერთმა დალოცოს მანანა ექიმი თავისი ოჯახით და მისცეს ენერგია, ამდენი გაჭირვებულის წუწუნს გაუძლოს.

ქალბატონი ქეთევან დ-ძე (34 წლის, ხაშური, დიასახლისი):

– ამ ზამთარს ფილტვების ანთება მქონდა, დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები დამჭირდა, რამაც მთლად მომიშალა კუჭ-ნაწლავი, გამიღიზიანა ნაღველი და დამემართა დისბაქტერიოზიც. კუჭის მოქმედება ამერია (დღეში 3-4-ჯერ), დამეწყო შებერილობა, სისხლდენა, კვანძები, ქავილი. გამოხატული ტკივილი მაინცდამაინც არ მქონია, მაგრამ წონაში დავიკელი, დავსუსტდი, აქ „თბილისელების“ დახმარებით მოვედი (დიდი მადლობა, ამისთვის თქვენ), შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მანამდე სხვაგან ვიმკურნალე ორჯერ, მაგრამ ისევ ისე ვიყავი. აქ კი, ათ დღეში გამომისწორდა მდგომარეობა, აშლილობა მომეხსნა, კვანძები გაქრა და თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. მკურნალობას ვაგრძელებ (ექიმმა სამი ასეთი კურსი დამინიშნა). უფალმა დაგლოცოთ, ჩემო ექიმო. რამდენი ჩემნაირი გაჭირვებული ელოდება ჩემს შედეგს, რომ იცოდეთ!

გიორგი შ-ია (47 წლის, სენაკი, მძღოლი):

– ექიმის კაბინეტში რომ შევედი, მაშინვე მკითხა, ძლიერი სისხლდენა ხომ არ გაქვთო. ასეც იყო, რის გამოც ჰემოგლობინი 54 მქონდა, დავსუსტდი, ფეხზე დგომაც მიჭირდა; ასპროცენტიანი გარანტია არ მოუცია მანანა ექიმს, მაგრამ გამიმართლა, ოპერაციებს გადავრჩი. პირველი კურსის შემდეგ სისხლდენა შეწყდა და ჰემოგლობინმა 66-მდე აიწია, მეორე კურსის შემდეგ 72 გახდა. ახლა მესამე კურსის წამლებზე ვარ მოსული, ჩემო ქალბატონო, მძღოლად ვმუშაობ უკვე 12 წელიწადია. ჩემი პროფესიის ხალხს ხშირად ემართებათ ეს დაავადება, აქაც ბევრი ვნახე ჩემი კოლეგა. ასე რომ, პერსონალური მადლობა მინდა გადავცე ჩემს მკურნალ ექიმებს, ქალბატონ მანანას და ბატონ სოსოს, ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, ეს ის საგვარეულო ცოდნაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს და კარგია, რომ მისი ვაჟიშვილი განაგრძობს ამ საქმეს. მადლობა დიდი!

„ალექსიშვილის კლინიკის“ მისამართია: მეტრო „დელისთან“ (პროფკავშირების სახლის უკან), ვაჟა-ფშაველას პირველი შესახვევი, კორპუსი ¹3, მიღების საათები 14-დან 18 საათამდე. წინასწარი ჩაწერა. ტელეფონი: 899-10-06-36.


скачать dle 11.3