კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრძნობებზე თამაში


მამაკაცებს ეს კარგად ეხერხებათ. განსაკუთრებით იმ მამაკაცებს, რომელთათვისაც სიყვარული უცხო ხილი არ არის. ცოდვა გამხელილი ჯობია და არც ქალები ვართ ამ მხრივ გამონაკლისები. მაგრამ, ამჯერად საუბარი მამაკაცებზე გვექნება. თუ თქვენი რჩეული კაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მუდამ ეშინიათ, საყვარელმა ქალმა არ მიატოვოს, მოსალოცად საქმე ნამდვილად არ გაქვთ. თუმცა, თუ გონივრულად იმოქმედებთ, მდგომარეობა ისეთი უიმედოც არ არის.

ამ კატეგორიის მამაკაცი ყოველთვის ცდილობს, პარტნიორი მუდმივ „ტერორში“ ჰყავდეს, რომ თვითონ თავი მშვიდად იგრძნოს. ამიტომაც აშანტაჟებს. მაგალითად, „შენ მე არ გიყვარვარ,“ ან, „ისე არ გიყვარვარ“, – ეს საყვედურია, რომელზეც თავდაპირველად, შესაძლოა, გაგეღიმოთ, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია, რომელსაც შედეგად მოჰყვება, „მორჩა, მე შენგან მივდივარ“, – ეს ფრაზა უკვე აღარ მოგეჩვენებათ სასაცილოდ. პირიქით, გვარიანად დაიზაფრებით. მით უმეტეს, თუ მოსაჩვენებლად თავისი ნივთების მოგროვებასაც დაიწყებს. დარწმუნებული იყავით, არსადაც არ წავა, მისი მიზანი ეს არ არის, მაგრამ სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევს. თქვენ დაუწყებთ ხვეწნას, დარჩეს და პირობასაც კი მისცემთ, რომ ზუსტად ისე მოიქცევით, როგორც ის მოისურვებს. მორჩა, მიზანი ამართლებს საშუალებას.

იცოდეთ, ვინც მართლა გადაწყვეტს პარტნიორთან ურთიერთობის დასრულებას, შუაღამისას ჩემოდნებით არ დარბის. სულ მინიმუმ, წასასვლელი უნდა ჰქონდეს, მაქსიმუმ – ჯერ დაგელაპარაკებათ და რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს შეათანხმებს. ამიტომ, ნუ გეშინიათ. ნუ ჩამოეკიდებით კისერზე ტირილით. უთხარით, შეწყვიტოს თქვენს გრძნობებზე თამაში და პირდაპირ თქვას, რას მოითხოვს. როგორც წესი, ასეთი მანიპულატორები გაქცევას ვერ ასწრებენ, რომ უკან ყვავილების თაიგულებით, დარცხვენილები ბრუნდებიან და ბოდიშსაც იხდიან.


скачать dle 11.3