კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი გოგონები აბეზრებენ თავს და აყენებენ ჭიტლაყის ამორტყმის ხასიათზე გიორგი მახარაშვილს


ჯეოსტარელი გიორგი მახარაშვილი აბიტურიენტია და წელს სამხატვრო აკადემიაში „მედია-ხელოვნების“ ფაკულტეტზე აპირებს გამოცდების ჩაბარებას. გიორგი ხალისიანი, დადებითი და საყვარელი ადამიანია. მის გვერდით ადამიანი არასდროს მოიწყენს. შესაბამისად, ინტერვიუც ასეთი ხალისიანი გამოვიდა.


გიორგი მახარაშვილი: გამწარებული ვემზადები გამოცდებისთვის, ტვინიც მტკივა და ყველაფერიც. გარდა ამისა, „იმედის“ დილის ეთერში ვარ, მესამე ტურში გადავედი, ასევე, სხვა კონცერტებშიც ვიღებ მონაწილეობას, დუეტებს ვწერ. ვაპირებ სიმღერის ჩაწერას, რომელიც გია მაჭარაშვილმა მაჩუქა. არანჟირებასაც ის მიკეთებს და კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. ასევე, სარეკლამო კომპანიაში დავიწყე მუშაობა და „ჯეოსელშიც“ ვაპირებ მუშაობას.

– ყოველ დილით ადრე გაღვიძება არ გიჭირს?

– მიჭირს, ღამე ვხატავ და ვმეცადინეობ. დილის 5 საათზე ვიძინებ, მერე სამ საათში ვიღვიძებ და „იმედში“ მივდივარ. უბრალოდ, იქ ძალიან თავისუფალი ეთერია. არ მიჭირს და მოკლედ, კარგად ვერთობით. მთელი ცხოვრება გამოუძინებელი ვარ. მივეჩვიე, აღარ მიჭირს. ისე, შეგიძლია, ყველა მახარაშვილის ოჯახში იკითხო. ღამე არასდროს სძინავთ, სამ საათზე სადილი აქვთ, ასე ორ საათში, ანუ უკვე დილის ხუთ საათზე წაივახშმებენ – ვისაც შია, ანუ მე და მამაჩემს. მერე უკვე თენდება კიდეც.

– საქეიფოდ მხარზე გიტარაგადაკიდებულიც დადიხარ?

– სადაც სუფრა იშლება, ყველგან მეპატიჟებიან და მეც დავდივარ მხარზე გიტარაგადაკიდებული. თან, ყოველთვის ისეთი ხალხი მეძახის, რომ მიხარია და არ მბეზრდება მათთან ერთად ყოფნა. კარგ სიმღერასა და ქეიფს არაფერი სჯობია. ჯერჯერობით, არავის უთქვამს, ერთი, ეს დამიკარი, ჩემო ძმაოო. მოკლედ, უანგაროდ დავდივარ და ვუკრავ. ბოლო დროს ახალი სენი შემეყარა, მთელ მსოფლიოს რომ ჭირს – მე სოფლელმა კლუბებში დავიწყე სიარული. სულ სამჯერ ვიყავი, მაგრამ მგონი, მახარაშვილს მოსწონს კლუბები, ოღონდ ბევრნი რომ მივდივართ ერთად.

– რატომ ხარ სოფლელი?

– რადგან კლუბებში სიარული აქამდე არ მომწონდა. ამიტომ, შეიძლება, ჩემი თავი სოფლელად ჩავთვალო, მაგრამ სოფლელი არ ვარ.

– ანუ, ვინც კლუბებში არ დადის, სოფლელია?

– ჰო, არ იცი? აუ, შენ კლუბში არ მიდიხარ, ფუ, ბანძო, აუ, კლუბს რესტორანი გირჩევნია – გოგონების მხრიდან ასეთი ლაპარაკი საერთოდ არ მაინტერესებს. ასეთ გოგოს ერთი კარგად უნდა ამოარტყა ჭიტლაყი და გაუშვა.

– ასეთებთან ხშირად გაქვს ურთიერთობა?

– კი. მქონია, თუმცა, ბოლო დროს ცოტა გამოვიდა ხალხი ამ ცხოვრებაში და ასე აღარ იქცევიან. ადრე სუფრაზე ქართული სიმღერა რომ გემღერა, დაგცინებდნენ, ახლა ყველა აზრზე მოვიდა. კლუბში „რიმ დარირაოც“ მიმღერია.

– კიდევ როგორი გოგონები გაღიზიანებენ?

– ვერ ვიტან, აუ, ვაიმე – ასე, გრძლად, რომ საუბრობენ და თან ასე გრძლად რომ დადიან. მერე, რომ ეკითხები – რომელ ყავას მიირთმევ და აი, ის არის „ფუვფუნ კარგუ ცურუმე“ – მერე, რომ ეკითხები, ეს რა არის და ვაიმეე?! – გპასუხობს, შენ ეს არ იციო. მერე თავად გეკითხება – შენ რამდენ კოვზ შაქარს იყრი, მე უშაქროს ვსვამო და ესე იგი, უკვე „ზე“ ხარ, თან ყველაზე მაგარი ის არის, რომ მერე სახლში მიდიან და გულს ირევენ. არ სიამოვნებთ უშაქრო ყავა. ასეთ დროს პიტნიან ჩაის მივირთმევ და იმ გოგოს ძალიან საყვარლად „ვეკაიფები“. ძირითად შემთხვევაში, ვერაფერს ხვდებიან, მე მაპატიეთ, მაგრამ ასეთი გოგონები უტვინოები არიან, ვერ ხვდებიან, რომ „ვეკაიფები“ და მერე უფრო აგრძელებენ, წელავენ სიტყვებს.

– მაშინ ის მითხარი, როგორი გოგონები გიზიდავს?

– ბავშვობიდან შავგვრემნები მიყვარდა, ოღონდ შავტუხები, ერთწარბიანები და ულვაშიანები – არა, ტუჩის ბოლოს რომ აქვთ ულვაშები. ბაკებს რომ იზრდიან – ისე მიყვარს, „ვჭედავ“. ხუმრობა იქით იყოს და იცი, როგორი გოგონა მომწონს?! „ბასანოჩკებს“, რომ ჩაიცვამს, გრძელ, თხელ, წვრილყვავილებიან სარაფანს, გრძელი შავი თმა რომ აქვს და თეთრია, ლამაზი ნაკვთებით. რაც მთავარია, გოგონა ყურადღებიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყურადღება მთავარია. კიდევ სიყვარული რომ უყვარს, ისეთი გოგონები მიყვარს ნებისმიერი ურთიერთობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა. კიდევ ძალიან მიყვარს სახლში გოგონას გრძელი მაისური რომ აცვია, ზედ „სპანჯ ბობი“ რომ ახატია, ტრუსიკი და „შლოპანცები“ აცვია და ისე დადის.

– ფეხის თითებსაც აქცევ ყურადღებას?

– ქალის ფეხები მაგრად მევასება, გართულება მაქვს. ოღონდ ჯიჯგვიტა, ოცსანტიმეტრიანი ფეხები რომ აქვს, 75-მეტრიანი ტანი და 57-სანტიმეტრიანი სახე – ასეთები არა. გოგონაზე ქუსლიანი ფეხსაცმელი მიყვარს, მაგრამ იმ გოგონას, რომელსაც „ბასანოჩკი“, თხელი, გრძელი კაბა უხდება, თან ხელში პატარა ჩანთა უჭირავს და სულ არ აინტერესებს, შიგ რა უწყვია, რაც მთავარია, „კოსმეტიჩკა“ რომ არ უდევს, იმას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მოუხდება. რაც შეეხება ფეხის თითებს, საერთოდ, ქალს ხელზეც და ფეხზეც ლამაზი თითები უნდა ჰქონდეს. ისეთიც არა, „ბასანოჩკს“ შუაში, ორ თითს შორის გასაყრელი რომ აქვს, იქამდეც, რომ არ წვდებოდეს, ან პირიქით, გარეთ რომ ჰქონდეს გადმოსული.

– გარუჯულიც უნდა იყოს?

– მაგაზე არ მაქვს გართულება, თეთრი იყოს, ფითქინა, არ არის პრობლემა.

– სიყვარულში იღბლიანი ხარ თუ არ გიმართლებს?

– ბევრი მიყვარს, თითქმის ყველა, მაგრამ სერიოზულად რამდენიმე მყვარებია. მხოლოდ – ორი და თან იმათაც ვუყვარდი (ქედმაღლურად გადმომხედა – ავტორი). საერთოდ, გოგონებს ვუყვარვარ და ამ საკითხში იღბლიანი ვარ, მაგრამ, მე ასე იოლად არ მიყვარდება. როგორიც დავახასიათე, ასეთები ცოტანი არიან, ან მე არ მხვდებიან, ან კიდევ – აუუ, – ასეთები არიან. ჯერჯერობით იდეალური ვარიანტი ვერ ვნახე.

– როგორია შეყვარებული გიორგი?

– ეჭვიანი ვარ. საშინლად ვითხოვ ყურადღებას. საყვარელი ვარ, ძალიან თბილი და წიგნის აღებ-გადადებასაც დიდი სიყვარულით ვაკეთებ. მოკლედ, ყველაფერში მემჩნევა, რომ მიყვარს, თუმცა არც ისე ვარ ცუდი.

– ძალიან ეჭვიანი ხარ?

– კი. ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ძალიან ვითხოვ ყურადღებას, თან ყველასგან. დედაჩემს დღეში ათჯერ-ოცჯერ ვეკითხები, – დე, ხომ გიყვარვარ, ბოლოს ყელში, რომ ამოვუყვან, მეუბნება – ვერ გიტანო. მე თუ ვინმე მეყვარება, ის ეჭვიანი ვერ იქნება, იმიტომ, რომ სხვებისკენ არ გამექცევა თვალი.

– საკუთარი თავი მეუღლის ამპლუაში როდისმე წარმოგიდგენია?

– კი. როგორ არა, მიფიქრია. ცოლს რომ მოვიყვან, ძალიან ერთგული, გამგები, თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ვიქნები.

– გავიგე, თურმე, ხშირად ქალაქიდან, ქვეყნიდანაც კი ეკარგები ხალხს, რატომ აკეთებ ამას?

– ძალიან რომ გადავიღლები და გადავიწვები, მერე გავდივარ სახლიდან. სეირნობა მიყვარს, თანაც მარტო. ვიყიდი ყავას და დავდივარ ქუჩაში. ძალიან ვმშვიდდები, ვწყნარდები. მასშტაბური განმარტოებაც მქონია, საკმაოდ შორსაც წავსულვარ, ზოგს დუშეთში ვგონებივარ და მე სულ სხვაგან ვყოფილვარ. სეირნობისას იმდენ კარგ ახალ რამეს ვიგებ, ვიღაცის საუბარს შევესწრები, ან ლამაზი წყვილი გამოივლის და გულს გაგიხარებს, ბედნიერი ხდები. კარგი შური მართლა არსებობს და მეც ეს მემართება. რატომ არ უნდა გაგიხარდეს, ლამაზ წყვილს რომ დაინახავ, მე გული მინათდება ხოლმე.


скачать dle 11.3