კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახიფათო „ტორპედო“, ფეხში დაჭრილი ზედამხედველი და ჩაშლილი გაქცევა


მოულოდნელი გასროლა

მილიციაში გადასვლამდე ერთი წელი ციხეში ვიმუშავე და ქუთაისის საპყრობილის ზედამხედველი ვიყავი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შემემოწმებინა პატიმრებთან მოსული მნახველები პირადად და მათი ბარგიც. სულ რაღაც 2 კვირის დაწყებული მაქვს მუშაობა და მეწყვილესთან ერთად შემოწმებას ვახორციელებ. თითქმის 100 კაცი მყავდა შემოწმებული და ძალიან დავიღალე. ამ დროს ერთი მსუქანი კაცის ჯერი დადგა, რომელსაც ორი უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა თან. ჩანთები შევამოწმე, შემდეგ თვითონ ის კაციც შევამოწმე და საეჭვო რომ ვერაფერი ვუნახე, წასვლის უფლება მივეცი. ჩემმა მეწყვილემ კი, რომელსაც ციხეში მუშაობაში ჰქონდა მოჭრილი ჭიპი, იმ კაცს ალმაცერად შეხედა. შემდეგ მომიხმო და მითხრა:

– მიშაია, ბიჯო, მაგი მსუქანი „ტორპედოზე“ შეამოწმე, მასეთები „ტორპედოთი“ შედიან ხოლმე ციხეში და მაგასაც არ ჰქონდესო.

ჯერ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „ტორპედო“ და ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი. მას კი გაეცინა და განმიმარტა:

– „ტორპედო“, ჩემო მიშაია, უკანალში შეტენილი აკრძალული ნივთებია და იცი, როგორ უნდა შეამოწმო? რომ გააშიშვლებ, უნდა ჩაიკუზოს და რამე თუ აქვს, გამოვარდებაო.

რას ვიზამდი, ის მსუქანი კაცი გავაშიშვლე და ვუთხარი, ჩამჯდარიყო, თან მე და მეწყვილე ყურადღებით ვაკვირდებოდით მის უკანალს... უცებ, მსუქანას უკანალიდან ცეცხლი გამოვარდა, გასროლის ხმა გაისმა და რადგან მეც ჩაკუზული ვიყავი, ტყვიამ მარცხენა საფეთქელთან ჩამიარა. ჩემს მეწყვილეს კი, რომელიც ფეხზე იდგა, ტყვია მარჯვენა წვივში მოხვდა და დაჭრა... მსუქანს ციხეში პატარა პისტოლეტი შეჰქონდა ერთ-ერთ პატიმართან, რომელიც გაქცევას გეგმავდა და მოულოდნელმა გასროლამ ეს განზრახვა აღკვეთა.

„სტეკლოვატა“

უკვე ქუთაისის მილიციის სამმართველოში ვმუშაობდი, როდესაც ციხიდან ცნობილი რეციდივისტი შირლი ჰასანოვი, მეტსახელად „მამედა“ გაიქცა. ის წარმოშობით ბაქოელი იყო და ქუთაისის ციხიდან ეტაპით ბაქოში უნდა გადაგვეგზავნა. მოკლედ, გაქცევა გამთენიისას მოხდა და მთელი პირადი შემადგენლობა ფახზე წამოგვყარეს. სამძებრო სამუშაოებს ქალაქში ვაწარმოებდით, რადგან, ყველა გასასვლელი ოპერატიულად იყო გადაკეტილი და ზუსტად ვიცოდით, რომ „მამედა“ ქუთაისში იმყოფებოდა.

მთელი დღე არ გავჩერებულვართ, „მამედას“ გამწარებული ვეძებდით და რომ შებინდდა, გადავწყვიტეთ, ცოტა მაინც შეგვესვენა, ორიოდე ლუკმა გვეჭამა და საფიჩხიაზე ერთ-ერთ რესტორანში შევედით. თუმცა, მსუბუქი ვახშამი ქეიფად გადაიქცა, რადგან ნაცნობები შეგვხვდნენ, არ გამოგვიშვეს და ქუთაისურად მოვილხინეთ. როცა დავიშალეთ, უკვე შუაღამე იყო. გარეთ გამოვედი და ბუჩქებში მივდექი, შარდის ბუშტმა შემაწუხა... გადასხმა რომ დავიწყე, ბუჩქებიდან კვნესა შემომესმა. ქვევით დავიხედე და „მამედა“ არ დავინახე... რა თქმა უნდა, „მამედა“ შევიპყარით და ციხეში დავაბრუნეთ, ის კი 3 თვე „რეზბალნიცაზე“ იწვა და პროქტოლოგთან მკურნალობდა, რადგან უკანალში „სტეკლოვატა“ (შუშანარევი ბამბა, რომლითაც მილებს ფუთავენ) ამოუსვია, როდესაც ციხიდან იყო გაქცეული და ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა...

პოლკოვნიკ მიშა სირაძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3