კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ესროლა ქართველმა სპეცაგენტმა ჩვილ ბავშვებს და რატომ მოკლა მან თავისი მეწყვილე


ცნობილი ქართველი საბჭოთა სპეცაგენტი, მაიორი მერაბ ბოლქვაძე 1987 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა და 3 წელი იმალებოდა. 1990 წელს კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა. ამ პერიოდში მექსიკაში მისი საავტორო წიგნი „მხოლოდ სიმართლე“ გამოიცა, რომელიც ბესტსელერად იქცა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ბოლქვაძეზე „კაგებემ“ 4 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა. ის დღესაც ცოცხალია, 67 წლისაა და ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ბოლქვაძის წიგნიდან, სადაც ის საინტერესოდ ყვება თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს...

გაქცევა

სპეცსამსახური საშინელებაა. სპეცაგენტი, მრავალმხრივ, უმაღლეს დონეზე მომზადებული ადამიანია, რომელსაც მრავალი ურთულესი საქმის გაკეთება ხელეწიფება და ჩვეულებრივ მოკვდავზე საგრძნობლად მაღლა დგას. თუმცა, ის მაინც რიგითია საიდუმლო სამსახურის იმ დახლართულ სტრუქტურაში, სადაც ყველა ყველას უთვალთვალებს...

„კაგებეში“, ისევე, როგორც სხვა მსგავს უწყებაში, ბრძანების შეუსრულებლობა უმკაცრესად ისჯება, ხოლო დაუმორჩილებლობა კი – სიკვდილით...

ჩემი ინსტრუქტორი, პოლკოვნიკი კობელევი ყოველთვის მიმეორებდა: „დაიმახსოვრე, საქმემ არ იცის და-ძმა, დედ-მამა და მზვერავის ყველაზე დიდი მტერი მერყეობაა. თუ საქმეზე წახვედი, მაშინ მის შესრულებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს და ჩვილი, უმწეო ბავშვიც კი უნდა გაწირო...“ კობელევს არასოდეს შევპასუხებივარ და არც კითხვები დამისვამს მორალური სფეროდან. თუმცა, არც ჩვილის გაწირვა გამხდარა საჭირო საქმის გასაკეთებლად, მაგრამ ნათქვამია: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...“

1986 წლის დეკემბერში კოლუმბიაში ერთი ნარკომოვაჭრის ლიკვიდაცია დამავალეს, რომელიც ადრე „კაგებეს“ „კრიშით“ მუშაობდა, დიდ ფულს ხვეტავდა და ჩვენს უწყებას ძვირფასი ინფორმაციებით ამარაგებდა. თუმცა, პაკო ალვარესმა დამოუკიდებელი თამაში გადაწყვიტა და თითქმის ერთი წელი ატყუა „კაგებე“, მაგრამ ყველაფერი გაუგეს და მე და კაპიტანი ანტონ კოშკინი მის სალიკვიდაციოდ ქალაქ მედელინში მიგვავლინეს. იქ ალვარესი გაუვალი ჯუნგლების, უამრავი პირადი მცველის გარემოცვაში და ულამაზესი მთის ფერდობზე აშენებულ „ვილა მარიაზე“ ცხოვრობდა. ორკვირიანი თვალთვალის შედეგად, დავრწმუნდით, რომ „ობიექტს“ სათოფეზეც ვერ მივუახლოვდებოდით, ვერც ტყვიით მოვკლავდით მას და ვერც საწამლავით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაჯავშნული „მერსედესი“ აგვეფეთქებინა. ოპერაცია დეტალურად დავამუშავეთ და ასპროცენტიანი შედეგი რომ გვქონოდა, ჯერ ხიდი დავნაღმეთ, სადაც ალვარესს უნდა გაევლო, თან კომუფლირებული საფარიც მოვაწყვეთ 300 მეტრის დაშორებით, ჯუნგლებში, საიდანაც „სტინგერი“ უნდა გვეტყორცნა ალვარესისთვის. ამგვარად, მას გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა და თუკი მის მანქანას „სტინგერს“ ავაცილებდით, მაშინ 80 მეტრი სიგრძის ხიდს სულ ნაკუწებად აქცევდა ჩვენი რადიომართული პულტიდან გაშვებული სიგნალი...

30 დეკემბერს, დღის 2 საათზე, ალვარესის დაჯავშნული „ჯიპი“ გამოჩნდა და კოშკინმა მითხრა.

– მოემზადე, მანქანა მოდის, 15 წამში ხიდზე იქნება და აბა, შენ იცი, არ ააცილო...

„სტინგერი“ მე უნდა მეტყორცნა „მერსედესისთვის“, სანამ ჭურვს გავუშვებდი, დურბინდში გავიხედე და გამაჟრიალა... „მერსედესის“ ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი იყურებოდა, რომელსაც ორი ჩვილი ეკავა ხელში... ვიცოდი, რომ ალვარესს ახალშეძენილი ტყუპები ჰყავდა და სწორედ მათთან ერთად მგზავრობდა ის თავისი მანქანით. მანქანა უკვე ხიდს უახლოვდებოდა, სულ რაღაც 3 წამი მქონდა დავალების შესასრულებლად და ტვინში კობელევის სიტყვებმა გამიელვა: „საქმისთვის ჩვილი, უმწეო ბავშვიც კი უნდა გაწირო...“ თითი სასხლეტზე მედო და „მერსედესიც“ ხიდზე შემოვიდა. ერთი გამოკვრაღა იყო საჭირო, თან კოშკინმაც შემახსენა.

– მიდი, ბუთქე...

უცებ „სტინგერი“ დავდე და კოშკინს ვუთხარი:

– დავალება გაუქმებულია, მანქანაში ქალი ზის, ჩვილი ბავშვებით, მათი მოკვლა არ შეიძლება-მეთქი...

კოშკინს პასუხი არ გაუცია. მან, უბრალოდ, დისტანციურ პულტს დააჭირა თითი, რომელიც ხელში ეკავა და დავინახე, როგორ აფეთქდა ხიდი, მასთან ერთად „მერსედესიც“ ჰაერში აიწია და დაიშალა. ქალის კივილის, კაცის ბღავილისა და ჩვილების ტირილის ხმებმა წამით აფეთქების ხმაც კი გადაფარა... ცეცხლმოკიდებული „მერსედესი“ კი 120 მეტრის სიმაღლიდან მთის სწრაფი მდინარის ზვირთებში ჩაეშვა და ალვარესთან ერთად სამუდამოდ შთანთქა მისი ცოლ-შვილიც.

– ეს რა ჩაიდინე?! – ვუღრიალე კოშკინს.

დავალება შევასრულე, – მშვიდად მომიგო მან, – ახლა კი სწრაფად გავშორდეთ აქაურობას. თორემ, ალვარესის „გორილები“ მოვლენ და თავიანთ პატრონს უკან მიგვაწევენ...

კოშკინს ჯერ კისერი მოვტეხე შიშველი ხელებით და იქვე დავაგდე, შემდეგ იქაურობას სწრაფად გავეცალე. ჯუნგლების გაუვალ ბილიკებს დავადექი, რომ სასიკვდილო ხიფათთან ერთად სამუდამოდ გავცლოდი „კაგებეს“, რომლის წყალობითაც ჩვილი ბავშვების მკვლელობის თანამონაწილე გავხდი...


скачать dle 11.3