კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გიმხელთ თქვენი პირადი რიცხვი და რა კავშირშია მასთან თქვენი სექსუალური ცხოვრება


შეგიძლიათ, თავად გამოთვალოთ თქვენი პირადი რიცხვი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ ამოიცნოთ თქვენთვის იდეალური პარტნიორი, არამედ ისიც გაარკვიოთ, თუ რა უდევს საფუძვლად თქვენს ფანტაზიებს.

პირადი რიცხვის განსაზღვრის სისტემა, რომელიც ახასიათებს პიროვნებას და მოქმედებს ცხოვრების ციკლზე, გამოითვლება დაბადების თარიღით. სწორედ ეს რიცხვი განსაზღვრავს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებს.

მაგალითად, თუ დაბადების თარიღია 13 (1+3), ესე იგი, თქვენი რიცხვია 4. თუ შეკრების შედეგად ისევ ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, კიდევ ერთხელ შეკრიბეთ ის, მაგალითად, 29 (2+9=11), (1+1=2), ესე იგი თქვენი რიცხვია 2.

1 – სიყვარულში ჭეშმარიტი ლიდერი და შეუდარებელი პარტნიორი ხართ. გიყვართ პირველობა. თქვენი შარმი, სასიცოცხლო ენერგია და ენერგეტიკული მარაგი ამოუწურავია. თუმცა, ხანდახან ეგოისტიც ხართ და ეს რჩეულთან ურთიერთობას ართულებს. გიყვართ მდიდრულ გარემოში რომანტიკული შეხვედრები. ასე რომ, გამოცდილი პარტნიორი თუ არ გყავთ სიყვარულში, ძალიან გაგიჭირდებათ.

2 – რომანტიკული თავგადასავლებისთვის ხართ დაბადებული. ხშირად ეძებთ მიზეზს, გაებუტოთ საყვარელ ადამიანს და შემდეგ ის ორიგინალურად შემოირიგოთ. შესაძლოა, ხშირად დადოთ საკუთარი გრძნობები სასწორზე, მაგრამ თუ მიხვდით, რომ გულით შეგიყვარდათ, მისთვის არც თავის გაწირვა დაგენანებათ.

3 – მართალია, საწოლში შეყვარებული ხართ, მაგრამ ხშირად ისეთ რამეს ეტყვით საყვარელ ადამიანს, რომ გულს უკლავთ. არ გირჩევთ, რომანტიკოს, მგრძნობიარე ადამიანებთან რომანის გაბმას. თქვენ ისეთი ადამიანი გჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობისთვის, რომელიც ცხოვრებას რეალურად, ვარდისფერი სათვალის გარეშე დაგანახვებთ. ასევე, დააფასებს თქვენს გრძნობებს და მოგანიჭებთ თავისუფლებას გრძნობებში.

4 – თქვენი რომანტიზმი, ენერგია და ვნება საზღვრებს სცდება. გიყვართ სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა. არ გირჩევთ გრძნობების მოთოკვას საყვარელ ადამიანთან. გიზიდავთ ყოველივე ამოუცნობი და აკრძალული. იყავით ფრთხილად, რომ უფსკრულში არ გადაგჩეხოთ აკრძალულმა ვნებებმა.

5 – გიყვართ თავგადასავლები სიყვარულში. ცვალებადი ხასიათის გამო მუდამ პარტნიორის უარყოფით თვისებებზე ამახვილებთ ყურადღებას. მოუთმენელი ბუნების გამო, ღრმად ვერ ერკვევით სასიყვარულო გრძნობებში. გიყვართ ვნებათა მორევში თავდავიწყება და ამით პარტნიორის გულს იპყრობთ. გიყვართ, ასევე, როცა ყურადღების ცენტრში ხართ და კომპლიმენტებს გიძღვნიან. არასდროს ამბობთ უარს მოულოდნელ სასიყვარულო შეხვედრებზე.

6 – სასიყვარულო ურთიერთობაში შეუდარებელი ხართ, ასევე, გიყვართ ზრუნვა საყვარელ ადამიანზე და მისთვის არაფერს ინანებთ. კარგად ერკვევით სექსის ხელოვნებაში. სიყვარულში გრძნობით მოქმედებთ. ხშირად არ გიღიმით ბედი სასიყვარულო პარტნიორში. გირჩევთ, ისეთ ადამიანთან გააბათ რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც მგრძნობიარე და აუჩქარებელი იქნება.

7 – სასიყვარულო პარტნიორი თქვენთვის ერთადერთია ამქვეყნად. თუმცა, ხშირად ცდებით რჩეულის შერჩევაში. სექსუალური ფანტაზიების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ მისცეთ უფლება რჩეულს, შეაფერხოს თქვენი საქმიანობა და ნუ ენდობით მის სიტყვებს.

8 – ადამიანების ყურადღებას, თქვენი განუმეორებელი შარმისა და მომაჯადოებელი ხიბლის წყალობით იპყრობთ. სასიყვარულო ურთიერთობის დროს იყავით მეტად თავდაჯერებული. გჭირდებათ ისეთი სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც თქვენს ნებისმიერ კაპრიზს აასრულებს. მუდამ დიდი სიყვარულის მოლოდინში, არ გაკლიათ პატარ-პატარა, ხანმოკლე რომანტიკული ისტორიები.

9 – გიყვართ საყვარელი ადამიანის განებივრება. ასევე, იცით, როგორ ითამაშოთ, რომ რჩეულის წინ მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოჩნდეთ. გიყვართ განათლებული ადამიანები და არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. შეგიძლიათ, სასიყვარულო ურთიერთობა ისე მართოთ, როგორც თავად გსურთ და არა თქვენს პარტნიორს. ამაში ბადალი ნამდვილად არ გყავთ.


скачать dle 11.3