კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა თვალიდან გამოსხივებულ ძლიერ ენერგიას ადამიანის ბედისწერის შეცვლა და რატომ უნდა შეუშვიროთ ხშირად ხელები გამდინარე წყალს


წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, უბრალოდ, უიღბლობის მიზეზი, შესაძლოა, არასწორი ცხოვრების წესი გახდეს. უძველესი ეზოთერიკული წიგნები ბევრ ხერხს გვასწავლიან და მათი ზედმიწევნით შესრულება, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანია. ქალბატონმა ნაირამ, ეზოთერიკული ცოდნა უცხოეთში მიიღო, მერე ქართველ ეზოთერიკოსებთანაც დაამყარა კონტაქტი და უამრავი ინფორმაცია შეკრიბა. როგორც თავად ამბობს, დღეს ბევრი ადამიანი ინტერესდება ამ საკითხით, თუმცა ხმამაღლა საუბარს მაინც ერიდებიან.


ნაირა: შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სამყაროში წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს. ცხოვრება გვაძლევს შანსს, ვიყოთ ბედნიერები, უბედურები, წარმატებულები თუ წარუმატებლები, გააჩნია, ადამიანი რომელ გზას აირჩევს, ან, სულაც, გაუცნობიერებლად რომელ გზას დაადგება. მიკვირს ხოლმე, რომ გადაიდებენ ფეხს ფეხზე და იწყებენ წუწუნს – არ მიმართლებს, უბედური ვარ, ბედი არ მწყალობსო და ასე შემდეგ. შე მამაცხონებულო, სანამ წუწუნს დაიწყებ სხვა ადამიანთან, იქნებ ჯობია, საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, რატომ არ მიმართლებს და ამ კითხვაზე დაიწყო პასუხის ძებნა?

– ამ კითხვაზე პასუხი სად უნდა ვეძებოთ?

– სად და, საკუთარ თავში, საკუთარ ქცევაში, საკუთარ სიტყვებსა და აზრებში. ასევე, უნდა მოერიდოთ, თქვენთვის არასასურველ ადამიანებთან კონტაქტს. უკვე საიდუმლო არ არის, რომ ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება, მაგალითად, სიკეთის, ბოროტების, სიყვარულის, სიძულვილის, მწუხარების, შურის და სხვა. მთავარია, კარგად დააკვირდეთ მეორე ადამიანის თვალებს და ეს არ გამოგეპარებათ. სხვათა შორის, ადამიანის ბედისწერის განსაზღვრა ფოთოსურათითაც შეიძლება, რადგან პროფესიონალი პარაფსიქოლოგები მომავალს სწორედ მასზე აღბეჭდილი მზერით ადგენენ. ადამიანის თვალისგან, შეიძლება, მოდიოდეს ისეთი გამოსხივება, რომ ჰაერს მნიშვნელოვან მანძილზეც კი მუხტავდეს. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის ცხოვრებისა და ბედისწერის შეცვლა, ბედნიერებისა და უბედურების მოტანაც კი შეუძლია. უძველესი დროიდან არსებობს ცნობები ავი თვალისა და გათვალვის შედეგებზე და, ეს ცრურწმენა კი არა, რეალურად არსებული მოვლენებია. დამეთანხმებით, ბევრისთვისაა ნაცნობი, რომ ვინმე კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრას უიღბლო დღე, უსიამოვნებები, საქმის ცუდად წასვლა და ტრავმა მოჰყოლია. ასეთ დროს ხდება გათვალვა. ამ ფაქტს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ძველად და აკითხავდნენ შემლოცველებს, რათა მათ ეს გათვალვა სხვადასხვა მეთოდებით გამოელოცათ. ბავშვებიც ხშირად მიჰყავდათ მათთან და გამოლოცვით იცავდნენ გათვალვისა და ავი მზერისგან. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშიშია გათვალვა და რა სავალალო შედეგამდე შეუძლია მას ნებისმიერი ჩვენგანის მიყვანა. თუ ადამიანს ესაუბრებით და მთქნარება დაგეწყოთ ან სისუსტე იგრძენით, ესე იგი, მისი თვალიდან წამოსული ენერგია უარყოფითად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და სასწრაფოდ გაეცალეთ მას – ეს თავის დაზღვევის ყველაზე მარტივი და უტყუარი საშუალებაა. თუ ხალხმრავალ ადგილას იყავით ან არასასიამოვნო შეხვედრიდან დაბრუნდით სახლში და გრძნობთ, რომ ენერგია გეცლებათ, სასწრაფოდ მოუშვით ონკანი და ხელები ცივ გამდინარე წყალს შეუშვირეთ – ეს უარყოფითი ენერგიის განდევნისა და დადებითი ენერგიით დამუხტვის უმარტივესი მეთოდია. სახლის დაცვაც უნდა იცოდეთ ავი თვალისგან და ამას ადვილად მოახერხებთ, თუ ლარნაკში ჩააწყობთ პურის თავთავებს და გამოსაჩენ ადგილას, მისაღებ ოთახში დადგამთ. ასევე, კარგია, თუ ამ მიზნით დაფნის ხის ტოტს ჩამოკიდებთ კედელზე და მასზე დაამაგრებთ გიშრის თვალს. უმჯობესია, ეს შესასვლელში გააკეთოთ.

– რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

– გათვალვას, შესაძლოა, მოჰყვეს ხანგრძლივი დროით წარუმატებლობა საქმესა თუ პირად ცხოვრებაში, პრობლემები, გაუგებრობები, თავის ტკივილი, სისუსტე, ნერვული შეტევები, გაღიზიანება, ჯანმრთელობის გაუარესება, შრომისუუნარობა და ასე შემდეგ. შესაძლოა, ეს უსიამოვნებები წლობითაც კი გაგრძელდეს და ვერ მიხვდეთ, რომ ამის მიზეზი უეცარი გათვალვაა. ხომ დაკვირვებიხართ, ხანდახან ქმრები ცოლებს უმიზეზოდ რომ აგინებენ, სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ, მაინც უყვართ თავისი მეორე ნახევრები და მათ გარეშე ვერ ძლებენ. ესეც გათვალვის ბრალია, ოღონდ, ქალის თვალის. თუ ადამიანი შარს ეძებს, უმიზეზოდ ილანძღება და იგინება, ორი აზრი არ არის – ის გათვალვის მსხვერპლია. საერთოდ, გათვალული ადამიანი ძნელად ემორჩილება მკურნალობას, უჩივის უმადობას, უიღბლობას, უბედურია. რომ ამბობენ, ნახე, რა ლამაზი გოგოა და გაუთხოვარი ვინ დატოვაო, ვინ დატოვა და სხვა ადამიანის თვალიდან წამოსულმა უარყოფითმა ენერგიამ, ანუ გათვალვამ. ამის გამო ბევრი ქალი გაუთხოვარი, კაცი კი დასაოჯახებელი რჩება.

– რამდენ ხანს გრძელდება გათვალვის მოქმედება ადამიანზე?

– გააჩნია გათვალვას. თუ სერიოზულ გათვალვაზეა ლაპარაკი, მაშინ, შესაძლოა, ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ასეთი უიღბლო და წარუმატებელი დარჩეს, ვერ მიხვდეს საკუთარი უბედურებისა და ავადმყოფობის მიზეზს, მაგრამ, მსუბუქი ფორმით გათვალვამ და თვალის აღებამ, შესაძლოა, სამ-ოთხ დღეში, მაქსიმუმ, ერთ-ორ კვირაში გაიაროს და ზიანის მოტანაც კი ვერ შეძლოს.

– ამბობენ, გათვალვა მხოლოდ ბოროტი ადამიანის მზერით ხდებაო. ამაზე რას იტყვით?

– გეტყვით იმას, რომ გათვალვა მხოლოდ ბოროტი ენერგიის მქონე ადამიანებისგან არ ხდება. უსიამოვნება, შეიძლება, იმ ადამიანის მზერამ და თვალმაც გამოიწვიოს, ვინც ერთი შეხედვით უწყინარი, მშვიდი და უბოროტოა. ხშირად, გათვალვა ადამიანისგან დამოუკიდებლად ხდება. ამ დროს ადამიანის აურა მკვეთრად ზიანდება, რაც, შესაძლოა, მძიმე დაავადების მიზეზიც კი გახდეს. დაჟინებული მზერა კი ყველაზე საშიშია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაკვირდებათ ასე – ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი თუ უცხო პირი. ერთმა უცხოელმა ეზოთერიკოსმა გამარკვია ამაში და მისგან ვიცი, რომ დაჟინებული ცქერა და ამით გამოწვეული უარყოფითი ენერგიის ზემოქმედება დაკვირვების ობიექტზე ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს იწვევს. ამიტომ, თუ ხშირად ხვდებით ისეთ საზოგადოებაში, სადაც სიტყვით გიწევთ გამოსვლა, ბევრი დაჟინებული მზერით გაკვირდებათ და გისმენენ, აუცილებლად გაიკეთეთ გიშრის სამკაული ისეთ ადგილას, რომ მათი მზერა მოხვდეს.

– როგორც მივხვდი, გათვალულ ადამიანს იგივე დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს, რაც მოჯადოებულს.

– მთლად ასეც არ არის. რადგან, ჯადოს საშუალებით ადამიანის აურის დაზიანება ყოველთვის შეგნებულად ხდება, გათვალვის შემთხვევაში კი ეს გაუთვითცნობიერებლადაც შეიძლება მოხდეს. მაგრამ, ის, რომ ადამიანის ბედ-იღბალზე ორივე უარყოფითად მოქმედებს, უდავოა და ამაში ვერავინ შემეკამათება. საერთოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვალს ადვილად იღებენ. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარ წარმატებაზე, შემოსავლებსა და პირად ურთიერთობებზე საუბარს. ხშირად გათვალვის მიზეზი შური ხდება. ეს საკუთარ თავზე დავცადე და ამიტომ არ მიჭირს ამის ხმამაღლა თქმა. როცა იცი, როგორ დაიცვა თავი სხვა ადამიანისგან წამოსული შესაძლო ცუდისგან და მისგან გამოწვეული შედეგებისგან, ადვილი ხდება, წარმატებით მართო საკუთარი კარიერაც, სასიყვარულო ურთიერთობაც და ოჯახური თანაცხოვრებაც. ხომ იცით, თუ არ იბრძოლე საკუთარი თავისთვის, ისე არაფერი გამოვა. ამიტომ, მე ისეთი მეთოდები გასწავლეთ, რომლებიც ბრძოლას აგარიდებთ და მშვიდად გაგიხსნით გზას წარმატებებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი ამბობს, უცხო ადამიანის მზერამ მე რა უნდა მავნოსო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ისევე საშიშია, როგორც მკითხავისგან გაკეთებული ჯადო და, თუ იცი, როგორ დაიცვა მისგან თავი, ვფიქრობ, არ უნდა გაჯიუტდე, მით უმეტეს, თუ ეს შენს ჯანმრთელობასა და ოჯახს ეხება. ალბათ, გინახავთ ძველ ფილმებში შემლოცველები, როგორ მკურნალობდნენ თვალნაცემ ადამიანებს. ეს, ძირითადად, ჯამში ჩასხმული წყლით, ნახშირითა და დანით ხდებოდა. ეს რეალობიდან წამოსული ფაქტია და მერე ის რამდენიმე ქართულ ფილმშიც დააფიქსირეს, თუმცა, ზოგში ის ირონიულადაც კია წარმოჩენილი. მე კი გეტყვით, რომ ეს უძველესი მეთოდია. დღეს ნახშირი და დანა არ გჭირდებათ, უბრალოდ, სახლიდან გასვლის წინ და უკან მობრუნებისთანავე, ონკანის გამდინარე წყალს შეუშვირეთ ხელები, დახუჭეთ თვალები და დაახლოებით ორი-სამი წუთი ასე იყავით. ამით სახლიდან გასვლამდე დადებითი ენერგიით დაიმუხტებით, შინ მობრუნებული კი უარყოფით ენერგიას ჩამოირეცხავთ.


скачать dle 11.3