კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლონეთი პედოფილების კასტრაციას ითვალისწინებს


პოლონეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მოძალადეებისა და პედოფილების კასტრირებას ითვალისწინებს. ბოროტმოქმედთა ნაწილს, რომლებიც სექსუალურ ძალადობაში არიან შემჩნეულნი, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, პოლონეთში პედოფილებისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბრალდებული არიან ნათესავებზე ძალადობის გამო, კანონი გამკაცრდა და, თუკი ადრე ასეთი დანაშაული 2 წლიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ახლა ასეთივე დანაშაულისთვის ბრალდებულს 3-დან 15 წლამდე ციხეს მიუსჯიან.

ქიმიური კასტრაციის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცთა ორგანიზმში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი – ტესტოსტერონის სპეციალური ფორმა, რომელიც მამაკაცის ჰორმონის მოქმედებას ბლოკავს, რასაც ადამიანი სექსუალური მისწრაფების სრულ ჩახშობამდე მიჰყავს. თუმცა, სანამ მოსამართლეები ასეთ განაჩენს გამოიტანენ, მათ უნდა გაითვალისწინონ ფსიქიატრების აზრი.

ქიმიური კასტრაციის გამოყენების კანონი პედოფილების წინააღმდეგ წამოაყენა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, 2008 წელს, მას შემდეგ, რაც სკანდალი ატყდა პედოფილებთან დაკავშირებით. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო ქალაქ სელცში მცხოვრები 45 წლის მამაკაცის საქმე, რომელსაც ქალიშვილი 6 წელი ჰყავდა ტყვეობაში და რეგულარულად ძალადობდა მასზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიური კასტრაცია პედოფილიასთან ბრძოლის შედარებით ჰუმანური მეთოდია. ჩეხეთში, მაგალითად, მიღებულია ქირურგიული კასტრაცია იმ პირთა მიმართ, რომლებმაც სექსუალური დანაშაული ჩაიდინეს.

ქირურგიული და ქიმიური კასტრაციის ეფექტურობის ერთმნიშვნელოვანი დასკვნა აქამდე არ არსებობს. მრავალი სწავლული აღნიშნავს, რომ სექსუალური გადახრები ფესვგადგმულია ფსიქიკაში და მისგან განკურნება ფსიქიატრიული მეთოდით შეიძლება და არა ქირურგიული გზით.


скачать dle 11.3