ტარაკნები კოლექტიურ გადაწყვეტილებას იღებენ
„ტარაკნები ინფორმაციას გემრიელი საჭმლის მდებარეობის შესახებ ერთმანეთს ქიმიური ნივთიერებების საშუალებით გადასცემენ“, – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა სწავლულებმა. მთავარი კი ისაა, რომ ეს მწერები საკვები წყაროებიდან უკეთესს კოლექტიური გადაწყვეტილებით ირჩევენ.
ლონდონის უნივერსიტეტის დედოფალ მარიას კოლეჯის სპეციალისტების მკვლევართა ჯგუფმა, დოქტორ მატიე ლიხორეს ხელმძღვანელობით, ტარაკნებს საკვები ამოსარჩევად შესთავაზეს. „ჩვენ არ ვიცით, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან, მაგრამ გვესმის, რომ ისინი ამისთვის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ და ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება, განვსაზღვროთ ეს ნივთიერებები“. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მწერები ერთმანეთს სიგნალებს „კვების ფერომონის“ – რაღაც ნივთიერების საშუალებით გადასცემენ, რომელსაც, შეიძლება, მათი ნერწყვი შეიცავს. ამ სფეროში კვლევები სწავლულებს საშუალებას მისცემს, შექმნან „კვების ფერომონი“, რაც კაცობრიობას დიდ სამსახურს გაუწევს მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში.