გია მურღულიას კოლექციიდან
***
– იცი, გუშინ თეთრი ფეხსაცმელები, თეთრი შარვალი, თეთრი წინდები, თეთრი პიჯაკი, თეთრი პერანგი, თეთრი ჰალსტუხი და თეთრი ცხვირსახოცი ვიყიდე.
– ყოჩაღ! ახლა წადი, მწვანე ქუდიც იყიდე და მაწვნის ბოთლი იქნები!
***
– ახლა კი, გეთაყვა, მუხლი მოხარეთ.
– რომელ მხარეს, ექიმო?
***
– შვილო, მე რომ პატარა ვიყავი, არ ვიტყუებოდი.
– აბა, რა ასაკში დაიწყე, მამიკო?!
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– ჩვენი საწოლის თავზე დავწერ, რა დებილიც ხარ! დაე, მთელმა ქალაქმა გაიგოს...
***
ქუთაისელ ყასაბს ქალბატონი მიმართავს:
– ეს ძროხის ხორცია?
– კი ბატონო.
– ახალია ხომ?
– კი, ბატონო.
– რბილია?
– ხო! (მოთმინება ევსება ყასაბს).
– ძვლები ხომ არ აქვს ბევრი?
– არა, არა და ბარემ იმასაც გეტყვი, ქალბატონო, რომე ძროხას ალისიე ერქვა.
***
სიკვდილმისჯილი ეკითხება ჯალათს:
– ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ ეს ნამდვილად ერთჯერადი ნაჯახია?
***
– წარმოგიდგენია, ამას წინათ შევიტყვე, რომ ქმარი მღალატობს... როგორ ფიქრობ, ვუთხრა?
– რა უნდა უთხრა, თვითონ არ იცის?!
***
– რა განსხვავებაა თვითმფრინავსა და ტუალეტს შორის?
– თვითმფრინავში გასაფრენად ჯდებიან, ტუალეტში კი დასაჯდომად მიფრინავენ...
***
ცოლი სარკესთან კოპწიაობს. ქმარი ეკითხება:
– სად მიდიხარ?
– დოღზე.
– იჩქარე, თორემ შენმა ცხენმა უკვე სამჯერ დაგირეკა...
***
ინტელექტის რაოდენობა პლანეტაზე მუდმივი სიდიდეა, – მოსახლეობა კი იზრდება...
***
წყნარ ოკეანეში აღმოაჩინეს ზვიგენისა და ოქროს თევზის ჰიბრიდი – ასრულებს სამ უკანასკნელ სურვილს...
***
განცხადება მივარდნილი პროვინციული სასტუმროს კედელზე:
„პრეზერვატივებს იმ საქმის შემდეგ ფანჯრიდან ნუ ყრით – ბატები იხრჩობიან“.
***
ენაბლუ ბავშვი მამას ეუბნება:
– მამი, სამ... სამ... სამი მანეთი მომე რაა?!
მამა:
– წე.... წე. წესიერად თორემ, ცცხრა გამოდის, შე შობელძაღლო!
***
სანიტარს ავადმყოფი გორგოლაჭებიანი სავარძლით მიჰყავს. ავადმყოფი კვნესის:
– იქნებ, ნემსი გამიკეთოთ, ძალიან მტკივა.
– არა!
– იქნებ რეანიმაციაში მაინც ამიყვანოთ?!
– არა-მეთქი. ექიმმა თქვა, – მორგშიო, „ზნაჩიტ“ – მორგში“!