კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

მასწავლებელმა სკოლაში მამა დაიბარა:

– გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ‚ ვინ ასწავლის თქვენს შვილს ასეთ უზრდელურ სიტყვებს....

– რავი‚ მაგის დედაც... ვინ ჩემი... ასწავლის!..

***

– ბიჭო‚ სიდედრს ვერაფერი მოვუხერხე‚ აღარ მუშაობს‚ საქმეც არაფერი აქვს‚ ყოველკვირა ჩვენთანაა და შემჭამა...

– მაგ საქმეს მოევლება‚ მთავარია, საკითხს შემოქმედებითად მიუდგე. მე‚ მაგალითად‚ ისეთი საჩუქარი მივართვი... მოკლედ‚ ჩემი სახლის გზა დაავიწყდა‚ დავისვენე...

– ასეთი რა უყიდე?

– საყარაულო „ავჩარკა“ მივუყვანე.

– მერე?

– ისეა გაწვრთნილი‚ სახლიდან არავის უშვებს...

***

აღფრთოვანებული მამაკაცი მხატვრული ტილოს წინ დგას‚ რომელსაც მთელი კედელი უკავია.

– გეტყობათ‚ თქვენც მეტად ამაღლებული გრძნობები დაგეუფლათ... – გამოელაპარაკა მეორე დამთვალიერებელი.

– აი‚ ვფიქრობ‚ ორი ვედრო საღებავი ეყოფოდა თუ არა ამ საქმეს...

***

ყველა დედას აქვს იმედი‚ რომ მისი ქალიშვილი მასზე უფრო წარმატებულად გათხოვდება და ბედნიერიც იქნება‚ მაგრამ, არც ერთი დედა არ ფიქრობს‚ რომ მისი ვაჟი უკეთეს ცოლს მოიყვანს, ვიდრე მამამ მოიყვანა.


скачать dle 11.3