კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეუდაბნოე ბერი და ძუ მგელი



ერთ საოცარ მეუდაბნოე ბერს ვიცნობდი. იგი პატარა გამოქვაბულში ცხოვრობდა, რომელშიც მარტო ერთი კაცი თუ მოთავსდებოდა. ბერს ძუ მგელი შეეჩვია და ყოველდღე ტრაპეზზე აკითხავდა. ის ბერს გამოქვაბულის წინ მანამდე ელოდებოდა, ვიდრე მეუდაბნოე მამა მას საჭმლის ნარჩენებით გაუმასპინძლდებოდა.

ერთხელ წმიდა ბერი მგელს გამოქვაბულში არ დახვდა, რადგან სტუმარს აცილებდა და სენაკში მხოლოდ გვიან ღამით დაბრუნდა.

მგელი ბერს გამოქვაბულის წინ დიდხანს ელოდა, მერე კი შესვლა გაბედა. სენაკის ჭერქვეშ კალათა ეკიდა, რომელშიც ხუთი პური იდო. მგელი ერთ პურს მისწვდა და შეჭამა.

მეუდაბნოე ბერი სენაკში რომ დაბრუნდა, დაინახა დაზიანებული კალათი, რომელსაც ერთი პური აკლდა. იქვე მიმოფანტული ნამცეცები ცხადყოფდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ქურდი. მისი ეჭვის სამართლიანობა მგლის შემდგომმა საქციელმაც დაადასტურა: ის, გამოქვაბულთან აღარ მიდიოდა – ვეღარ ბედავდა მისვლას მასთან, ვინც თავისი კადნიერი საქციელით შეურაცხყო.

მეუდაბნოე ბერი შეწუხდა მგლის გაუჩინარებით და თავისი „მეგობრის“ დაბრუნებას უფალს ევედრებოდა. შვიდი დღის შემდეგ ძუ მგელი მართლაც დაბრუნდა, მაგრამ გამოქვაბულთან მიახლოებას მაინც ვერ ბედავდა და მოშორებით იჯდა. საოცარი იყო მისი სინანული! თვალებით მიწას დაჰყურებდა და ბერისთვის მზერის გასწორება უმძიმდა. აშკარად ჩანდა, რომ თავისი საქციელის გამო იტანჯებოდა და შენდობას ითხოვდა. მეუდაბნოეს ამის დანახვაზე გული სიბრალულით აევსო, მგელი თავისკენ მოიხმო, თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა და ორმაგი ულუფით გაუმასპინძლდა. შენდობილი მგელი გამხიარულდა. მას შემდეგ მან ბერთან კვლავინდებური, ყოველდღიური სტუმრობა განაახლა.

იხილეთ ძალა ქრისტესი, რომელსაც ემორჩილება ყოველივე, თვით ცხოველიც კი და მის წინაშე თვინიერდება მხეცური ბუნება:

ძუ მგელი დამორჩილებულია ღვთისმსახურს!

უფლის მიერ ძუ მგელი სინანულშია მპარავობის ცოდვის გამო! უფლის მიერ მგელი თავის საქციელს განიცდის და მის გამო რცხვენია! მოხმობილი კი კვლავ მოდის და მზადაა, თავის საქციელის გამო გაიკიცხოს. შემდეგ კი ხვდება, რომ შენდობილია და ხარობს.

ყოველივე ეს – შენი ძლევამოსილებაა, უფალო იესო! ეს შენი სასწაულებია, ქრისტე ღმერთო! შენ გეკუთვნის ყოველი სასწაული, რომელთაც შენივე მსახურები შენი სახელით აღასრულებენ! მაგრამ, საგოდებელი ისაა, რომ თვით მხეცნი უგუნურნი გრძნობენ შენს სიდიადეს, მაშინ, როდესაც ზოგიერთი კაცთაგანისთვის ეს დაფარულია!



„საპატრიარქოს უწყებანი“


скачать dle 11.3