კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ჩემსა და ბინის მყიდველს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მე მქონდა გაყიდული სახლის გამოსყიდვის უფლება. მყიდველის სახელზე სახლის საჯარო რეესტრში აღრიცხვიდან 4 წლის განმავლობაში. აღნიშნულის მიუხედავად, მყიდველმა ნაყიდი სახლი, სახლის მის საკუთრებაში გადასვლიდან 3 წლის შემდეგ, მიჰყიდა მესამე პირს. როგორ მოვიქცე, მაქვს თუ არა სახლის გამოსყიდვის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ უფლება, სარჩელით მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სახლის გამოსყიდვის უფლების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

კითხვა: მყავს მოხუცებული დეიდა, რომელმაც ჩვენს ნათესავს გაუფორმა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, ის კისრულობდა სამისდღემშიო სარჩოს გადახდას, რაც გამოიხატებოდა დეიდაჩემის მოვლა-პატრონობაში. სარჩენი კისრულობდა ვალდებულებას, მარჩენალისთვის გაწეული მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ, გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ერთოთახიანი ბინა. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა წერილობითი სახით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აქვს თუ არა დეიდაჩემს კანონიერი საფუძველი იმისა, რომ მარჩენალს მოსთხოვოს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვინაიდან მარჩენალმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დეიდათქვენს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვინაიდან სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონების გადაცემას, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

კითხვა: გარდაიცვალა ჩემი დის ქმარი. გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებად დარჩნენ მისი ორსული მეუღლე და სრულწლოვანი შვილი. ჩემი დის მეუღლეს ანდერძი არ დაუტოვებია, როდის შეეძლებათ მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან მეუღლე ფეხმძიმედაა, მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების უფლება აქვთ ბავშვის დაბადების შემდეგ.

კითხვა: 1996 წლიდან ვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეგვეძინა ორი შვილი. ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი მეუღლე 1990 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სხვასთანაც. მაქვს თუ არა უფლება, მივმართო სასამართლოს ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით?

პასუხი: კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქორწინება შეიძლება ცნობილი იქნას ბათილად იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.

კითხვა: ჩემმა მძახალმა იყიდა გარაჟი ჩემს ქუჩაზე, ნებართვა მაქვს. აჩუქა ჩემს შვილიშვილს და ჩვენ უკვე 40 წელია, ვსარგებლობთ ამ გარაჟით. ჩემი მძახალიც და გარაჟის პატრონიც გარდაცვლილები არიან. მოდავე არავინ გვყავს. როგორ შეიძლება გარაჟი გადავიფორმო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ჩუქების ხელშეკრულება, უნდა მოახდინოთ ამ ჩუქების ხელშეკრულების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარაჟის მეპატრონე გარდაცვლილია და ნივთი მის სახელზეა რეგისტრირებული, უნდა მოხდეს მისი მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღება და ამის შემდგომ ნივთის გადმოცემა (ჩუქების ან ნასყიდობის ხელშეკრულების გზით) თქვენს სახელზე.

კითხვა: ვმუშაობდი სენაკის სარეგისტრაციო სამსახურში არქივარიუსის თანამდებობაზე. 2009 წლის 31 მარტს გამათავისუფლეს სამსახურიდან ხელშეკრულების მოშლის მუხლით. ვარ სოციალურად დაუცველი. კარგი მუშაობისთვის ორჯერ მიღებული მაქვს პრემია. ხელშეკრულება გაფორმებული მქონდა განუსაზღვრელი ვადით. გთხოვთ, მიპასუხოთ, სამართლიანია თუ არა ჩემი, როგორც სოციალურად დაუცველი პირის, სამსახურიდან გათავისუფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შრომის ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. იმ შემთხვევაში, თუ შრომის ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია, გააფრთხილოს დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. თუ აღნიშნული არ იქნა შესრულებული დამსაქმებლის მიერ, თქვენ გქონდათ უფლება, მიგემართათ სასამართლოსთვის თქვენი უფლების დასაცავად.

კითხვა: სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი. საქმეს აწარმოებს ჩემი წარმომადგენელი. ვინაიდან მიმაჩნია, რომ იგი არ იცავს ჩემს უფლებებს, მსურს, გავუუქმო მინდობილობა საქმის განხილვის დროს. მაქვს თუ არა უფლება, გავაუქმო უფლებამოსილება მინდობილობით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ უფლება გაქვთ, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე გააუქმოთ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოთ წარმომადგენლის უფლებამოსილება.

კითხვა: ნოტარიუსთან წარვადგინე ქსეროქსით გადაღებული დოკუმენტი, რომელიც მან არ დამიმოწმა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დოკუმენტის, ასლის დამოწმება გულისხმობს აღნიშნული ასლის დედანთან შესაბამისობის დადასტურებას. შესაბამისად, ნოტარიუსთან ასლის დამოწმების დროს თან უნდა იქონიოთ დოკუმენტის დედანი. ვინაიდან თქვენ მიერ არ იქნა შესრულებული კანონმდებლობის მოთხოვნები, არ მოხდა დოკუმენტის დამოწმება.


скачать dle 11.3