კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა უკრაინაში, ქალაქ დონეცკში მცხოვრებმა დამ თავისი დედმამიშვილები მახინჯაურსა და არცხანაში


69 წლის ვალენტინა ლავრენტის ასული, სანდრაცკაია ეძებდა 72 წლის ევდოკია ლავრენტის ასულ კუზნეცოვას და 78 წლის პოლინა ლავრენტის ასულ გოგიბერიძეს.

ისტორია: მე, ვალენტინა ლავრენტის ასული სანდრაცკაია, ვეძებ ჩემს დებს: 1938 წელს დაბადებულ ევდოკია ლავრენტის ასულ კუზნეცოვას და 1932 წელს დაბადებულ პოლინა ლავრენტის ასული გოგიბერიძეს. 1992 წლის შემდეგ დებთან ყველანაირი კონტაქტი დაკარგული მაქვს. დამოუკიდებლად მე ისინი ვერ ვიპოვე და ამიტომ თქვენ მოგმართავთ დიდი თხოვნით, მაპოვნინოთ ჩემი სისხლი და ხორცი.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველს 7 ივნისის ნომრით გავაცანით. ერთ კვირაში ნაპოვნი იქნა ვალენტინას ორივე და. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მცხოვრებ დებსაც ძალიან უნდოდათ ვალენტინას პოვნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და არც ის იცოდნენ, ვისთვის მიემართათ. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი კვლავ ვალენტინა სანდრაცკაიაა და (რომელიც ასევე მოსაძებნი გამიხდა, რადგან არ ელოდა, ძიება ასეთ მოკლე დროში და ასე კარგად თუ დასრულდებოდა), ამჟამად ის უკვე თავისი დების პოვნის ისტორიაზე ისაუბრებს.

– 18-წლიანი დაშორებისა და ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვის შემდეგ, დებმა ერთმანეთი იპოვეთ. მოგვიყევით, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი ისტორია მოკლე დროში ასე სასიკეთოდ დასრულდა.

– სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ სამწლიანი აქტიური ძებნის შემდეგ, ჩემს ისტორიას ასე უცებ ექნებოდა კეთილი დასასრული. ვერ ვიჯერებდი, რომ დედმამიშვილებს ერთმანეთი მართლაც გვაპოვნინეთ. როდესაც გავიგე, რომ პოლინაც და ევდოკიაც ცოცხლები არიან და ჩემს ზარს ელოდებიან, ძლივს შევიკავე თავი, რომ სიხარულისგან არ ავტირებულიყავი. ბოლოს ევდოკია 1992 წელს ვნახე და მათი ხმაც კი არ გამიგია მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენგან გავიგე, რომ ჩემი უფროსი დაიკო არცხანაში ცხოვრობს. ამდენი წელი იყო გასული და რა თქმა უნდა, სასწაულია, ერთმანეთი რომ ვიპოვეთ, თან თქვენი დახმარებით. დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს რუბრიკას, რომ ასეთ სასიკეთო საქმეს აკეთებთ და ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებთ.

– წინა ინტერვიუში თქვენ მითხარით, როდესაც ჯერ კიდევ ეძებდით დებს, რომ ევდოკია ბარცხანას ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ ეს იყო თქვენი დაუკავშირებლობის მიზეზიც.

– ნამდვილად ასეა, მისამართი სწორად არ ჩამიწერია და ბუნებრივია, მას ამ მისამართით ვერც ვიპოვიდი, თურმე არცხანა ყოფილა. სინამდვილეში ძალიან რთულია, გაიგო ან სწორად ჩაიწერო სხვა ქვეყნის ქუჩა ან სოფელი. ამიტომაც, თქვენი დახმარება ჩემთვის აუცილებელი იყო. ჩემმა დებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, საქართველოში ცხოვრობენ, ქართული კარგად არ იციან და ამიტომაც მოერიდათ თქვენთან დაკავშირება და თავის ნათესავებს – შვილებს და შვილიშვილებს დაარეკინეს. ყველას, ვინც კი რაიმე მონაწილეობა მიიღო ჩვენს ისტორიაში, მინდა, მადლობა გადავუხადო.

– აპირებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას?

– სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცი, მოვახერხებთ ამას თუ არა, მაგრამ აუცილებლად გვექნება ერთმანეთთან კონტაქტი და ვეცდებით, ერთმანეთი აღარ დავკარგოთ. ასაკიც აღარ გვიწყობს ხელს არც ერთს, რომ თვითფრინავით ვიფრინოთ, თორემ სურვილი, რა თქმა უნდა, დიდი გვაქვს. ამჟამად, მე დონეცკში ვარ, ჩემი დები კი – საქართველოში. თან ვიცი, რომ ვენატრები და მენატრებიან, ძალიან რთულია ასე (იცინის).

– თქვენმა დებმა თუ გაიზიარეს თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ მათ ეძებდით?

– მახინჯაურში ფოსტალიონმა ქალმა მიუტანა პოლინას თქვენი სტატია და უთხრა, შენი და გეძებსო. მას ძალიან გახარებია და მაშინვე დააბარა თავის შვილს, ეს ჟურნალი არცხანაში ევდოკიასთან წაეღოთ და მისთვის ეხარებინათ ეს ამბავი. ასე გაიგეს, რომ მე მათ ვეძებ. რომ არა თქვენ და თქვენი რუბრიკა, ჩვენ დღემდე არ გვექნებოდა ერთმანეთთან კონტაქტი.

– მაინც რას დაასახელებდით თქვენი დაშორებისა და ერთმანეთის დაკარგვის მიზეზად?

– ვფიქრობ, რომ პირველ ყოვლისა, ეს ტერიტორიული სიშორის ბრალია, როდესაც წლების განმავლობაში ვერ უკავშირდები შენს ნათესავებს, მით უმეტეს, დებს, თავისდაუნებურად ცუდზე ფიქრობ, ნერვიულობ და შეიძლება არც ისე ობიექტურად მოიქცე. მე რომ მცოდნოდა, თქვენი რუბრიკის შესახებ, უფრო ადრეც ვიპოვიდი მათ, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნება იყო. ამჟამად სამივე პენსიონერი ვართ და ასაკიც არ გვიწყობს ხელს, ერთმანეთთან ხშირად ვიფრინოთ, მაგრამ ერთმანეთს აღარ დავკარგავთ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3