კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აბრამოვიჩი ახალი იახტით უკმაყოფილოა


გერმანული გემთმშენებელი კომპანია „ბლომ უნდ ვოზი“ კვლავაც ვერ აკმაყოფილებს რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის პრეტენზიებს. პრესის ინფორმაციით, ამ კომპანიას იახტა „ეკლიფსი“ ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბრისთვის უნდა გადაეცა რუსი ოლიგარქისთვის, მაგრამ ის კვლავაც გერმანიაშია. აბრამოვიჩი კომპანია „ბლომ უნდ ვოზის“ მიერ შესრულებული სამუშაოთი ბოლომდე კმაყოფილი არ არის. კერძოდ, ცხრიდან ერთ-ერთ გემბანზე არსებული უზარმაზარი სარკე ზღვაში საცდელი გასვლებისას დაიმსხვრა. გარდა ამისა, ავსტრიული ბროლის სასმისები ელექტროდიზელიანი ძრავის მუშაობისას ვიბრაციისგან ზანზარებდა და ეს ვიბრაცია რომან აბრამოვიჩის პირად გემბანზეც კი იგრძნობოდა. შემკვეთსა და შემსრულებელს შორის დავა გამოიწვია იმ ლეოპარდის ტყავისა და რეპტილიის კანის გამოყენების ეთიკურობამაც, რომლითაც სამასაჟო ოთახის სკამები და კედლები იყო შემოსილი. პრობლემები შეიქმნა საფრანგეთში დამზადებული სანავიგაციო სისტემასთან დაკავშირებითაც, ერთ-ერთი გემბანის შესაღებად გამოყენებული საღებავი კი უხარისხო გამოდგა. რომან აბრამოვიჩის მიერ შეკვეთილი იახტა 329 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს. რუსი ოლიგარქისა და კომპანია „ბლომ უნდ ვოზის“ წარმომადგენლები პრობლემების შესახებ კომენტარს თავს არიდებენ.


скачать dle 11.3