კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონატით 3 მილიარდამდე დოლარს მიიღებს


მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში აფრიკის კონტინენტზე პირველი ტურნირი უჩვეულო და კოლორიტულ გარემოში ტარდება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ბიუჯეტმა კი 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს თანხა არა მხოლოდ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და ახალი სტადიონების ასაგებად დაიხარჯა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციას მოხმარდა. ახალი აეროპორტებისა და სარკინიგზო სადგურების აგება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. გარდა ამისა, იმ 8 სტადიონიდან, სადაც საფეხბურთო მატჩები იმართება, 5 სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის აშენდა. კიდევ ერთ საფეხბურთო არენას – Soccer City-ს სერიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში ჩატარება მართლაც ძალიან ძვირი დაჯდა, მაგრამ მასპინძლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მუნდიალით 3 მილიარდამდე დოლარის მიღებას ვარაუდობენ, მაშინ როცა გერმანიამ 2006 წლის ჩემპიონატის ჩატარების შედეგად მხოლოდ 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.




скачать dle 11.3