კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონია კოლაფსის ზღვარზეა


იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაოტო კანის განცხადებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სახელმწიფო ვალის გამო, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამომავალი მზის ქვეყნის უმთავრესი ამოცანა ეკონომიკური რესტრუქტურიზაციაა. სხვა შემთხვევაში, იაპონიას, შესაძლოა, იგივე დაემართოს, რაც ბოლო პერიოდში საბერძნეთს. „იაპონიას უზარმაზარი სახელმწიფო ვალი აქვს. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე უარესია“, – აცხადებს კანი. დღესდღეობით იაპონიის ვალი ორჯერ აღემატება ამ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს. როგორც იაპონიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ამჟამინდელი პრემიერი ნაოტო კანი აღნიშნავს, წარმოუდგენელია იმ ფისკალური პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა და ძირითადად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გულისხმობდა. ჯერჯერობით არ ზუსტდება, რა გზით აპირებს სიარულს ქვეყნის ახალი მთავრობა ეკონომიკის ასაღორძინებლად, რომელიც უკვე კარგა ხნის განმავლობაში ვალის აღებაზე იყო დამყარებული. კანის მთავრობა საფუძვლიანი საგადასახადო რეფორმის განხორციელებას აპირებს. „თუ ჩვენ კვლავაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მასობრივად გამოშვების იმედად ვიქნებით, რამდენიმე წელიწადში კოლაფსი გარდაუვალი გახდება“, – ასეთია კანის პესიმისტური პროგნოზი, რომლის თავიდან აცილებაც ჯერჯერობით შესაძლებელია.


скачать dle 11.3